Thursday, December 16, 2010

უნათლავი ჩვილების შესახებ

ნათლობის შესახებ

2000 წლის მომიჯნავე პერიოდში, საქართველოს ეკლესიაში მიმდინარეობდა საღმრთისმეტყველო დისპუტი უნათლავად გარდაცვლილი ჩვილების და დედის მუცელში მოწყვეტილი ყრმების იმქვეყნიური ხვედრის შესახებ. ამ თემასთან დაკავშირებით აღნიშნულ პერიოდში მრავალი წერილი დაიწერა ქართულენოვან საეკლესიო ჟურნალ-გაზეთებში. წინამდებარე თემაში განხილულია აღნიშნული საკითხი, რომელიც ძირითადად ეყრდნობა ადრე გამოქვაყნებულ სტატიებს და შევსებულია დამატებითი ინფორმაციით. ჩვენი მიზანია, კიდევ ერთხელ დავაფიქსიროთ სწორი სარწმუნოებრივი პოზიცია მოხსენებულ თემასთან დაკავშირებით.

რაითა ჩვილნიცა ნათელ-იღებდნენ მისატევებელად ცოდვათა

უფალი ბრძანებს წმიდა სახარებაში ნიკოდიმოსთან საუბრისას: ,,უკეთუ ვინმე არა იშვეს წყლისაგან და სულისა, ვერ ხელეწიფების შესვლად სასუფეველსა ღმრთისასა” ( იონ, 3,5).
წმიდა იოანე ოქროპირი მაცხოვრის ამ სიტყვების განმარტებისას აღნიშნავს: `შენ იტყვი, ვითარმედ შეუძლებელ არს მეორედ შობაი, ხოლო მე ვიტყვი, არა თუ ოდენ შეუძლებელ არს, არამედ საჭიროცა, რამეთუ თვინიერ მისა არა იქმნების ცხოვრებაი, რამეთუ ქუეყანისაი და ხორციელი შობაი მიწისაგან არს. ამისთვისცა სულიერისაგან შორს არს იგი, ხოლო იგი შობაი სულისაგან არს და ადვილად შეიყვანებს სასუფეველად. . .ისმინეთ, უნათლავნო, და შეძრწუნდით ამის ბრძანებისაგან! საშინელ არს სიტყუაი ესე, რამეთუ შეუძლებელ არს შესვლაი სასუფეველად, რომელი არა შობილ იყოს წყლისაგან და სულისა”.
სულით ხორცამდე შემაძრწუნებელია წმიდა მამის ეს სიტყვები: ,,ისმინეთ უნათლავნო და შეძრწუნდით ამის ბრძანებისაგან”, რადგან შეუძლებელიაო მისთვის სასუფევლის დამკვიდრება, რომელიც არ არის შობილი წყლისა და სულიწმიდისაგან.
კირილე ალექსანდრიელი, მაცხოვრის მოყვანილი სიტყვების განმარტებისას აღნიშნავს: `არა თუ მე ვიტყვი ამას არამედ უფალი იესუ, რომელსა იგი ხელმწიფებაი აქუს საქმისაი ამის და იტყვის: უკუეთუ ვინმე არა იშვეს წყლითა და სულითა ვერ შევიდეს სასუფეველსა ღვთისასა. არცაღა რომელი წყლითა ხოლო ბანილ არს და ვერ ღირს ქმნულ არს იგი სულისა, ვერ ხელ ეწიფების მას, ვითარმცა სრული აქუნდა მადლი; და არცაღა თუ ვინმე იყოს საქმითა და არა მოიღოს ბეჭედი იგი სულისაი, ვერ შევიდეს სასუფეველსა ცათასა. საკადრელ არს სიტყუად ესე, არამედ არა მე ვიტყვი ამას, არამედ იესუ არს, რომელი იტყვის ამას.~
ნეტარი ტეოფილაქტე ბულგარელი შემდეგნაირად განმარტავს მაცხოვრის მოყვანილ სიტყვებს: ,,მე გეუბნები შენ, რომ არც შენ და არც სხვა ადამიანს არ ძალუწს სასუფევლის დამკვიდრება, თუ არ იშვება ზემოდან-ღმრთისგან მეორედ, თუ არ მიიღებს ჩემს შესახებ საჭირო წარმოდგენას. რამეთუ ადამიანი ნათლობის დროს იბადება, მისი სული ღმრთის ნათლით განათლდება და ამის გამო მას შეუძლია იხილოს და შეიცნოს სასუფეველი ცათა, ე.ი.ღმრთის მხოლოდშობილი ძე. რამეთუ ძეს შეიძლება ეწოდოს როგორც სიბრძნე ღმრთისა, ასევე - სასუფეველი ცათა. ამ სამეფოს ხილვა არც ნიკოდიმოსს და არც არავის არ შეუძლია, არც შეცნობა, თუ ღმთისაგან არ იშვება.
ნიკოდიმოსი იმყოფება გაურკვეველ მდგომარეობაში სულიერი შობის შესახებ. ქრისტე უფრო ნათლად უხსნის მას სულიერი შობის, მისი აუცილებლობის შესახებ. რამეთუ ადამიანი შედგება სულისა და ხორცისაგან, ასევე მისი დაბადება - ორი ნაწილისგან შდგება: წყალი, რომელსაც ხილულად ვხედავთ. 3-ჯერ ხორციელად შთაფვლა, ხორციელად სწმენდს ცოდვებისაგან ადამიანს, ხოლო სულიწმიდა კი-უხილავად უერთდება ადამიანის უხილავ სულს, რათა ააღორძინოს იგი!”
როგორც ვხედავთ ნეტარი თეოფილაქტეც აღნიშნავს, რომ ადამიანმა , რომ შეიცნოს ღმერთი და გახდეს ცათა სასუფევლის მკვიდრი, მისთვის აუცილებელია ნათლობის ემბაზში მეორედ შობა, რის გარეშეც არც ერთ ადამიანს არ ძალუძს სასუფევლის დამკვიდრება.
მაცხოვრის სიტყვებიდან და მამათა კომენტარებიდან ნათლად ჩანს, რომ სასუფევლის დამკვიდრებისთვის, აუცილებელია ნათლობა. უფალს არ განუსაზღვრია მოსანათლი ადამიანის ასაკი, არამედ ზოგადად ყველასათვის თქვა, რომ გადარჩენის აუცილებელი პირობაა ნათლისღება.
ნიკოდიმოსი დააეჭვა მაცხოვრის სიტყვებმა და მან კითხა უფალს: ,, ვითარ ხელეწიფების კაცსა ბერსა შობად? ნუუკვე შესაძლებელ არს მუცელსა დედისა თვისისასა შესვლად მეორედ და შობად?” (იონ 3,5) ადამიანური სისუსტის გამო, ნიკოდიმოსის მსგავსად ვინმეს შეიძლება გაუჩნდეს კითხვა: ნუთუ ახალშობილი უმანკო ჩვილი შეიძლება დაიღუპოს, თუკი ის მოუნათლავი აღესრულება? ასეთი სახის კითხვაზე პასუხის გაცემა არის წინამდებარე თემის მიზანი.
ამ კითხვას ჯერ წმიდა მამის იოანე ოქროპირის სიტყვებით შევეცდებით ვუპასუხოთ, რომელიც აღნიშნავს, რომ ღმრთის სიტყვის მიღება შეუორგულებლად და გამოუკვლევლად გვმართებს, რაც ნიკოდიმოსს რომ აღესრულებინა, შეუძლებლად აღარ მოეჩვენებოდა უფლის სიტყვების რწმუნება. ,,ნიკოდემოსს ჯერეთ უცხო-უჩნდა სიტყუაი იგი, რამეთუ ბოროტ არს, რაჟამს კაცი სულეირთა საქმეთა ხორციელებრ გულისხმაჰყოფდეს. რამეთუ ვითარცა პირველ ვთქუ, საქმეთა ღვთისათა შეუორგულებლად და გამოუკვლეველად ჯერ-არს რწმუნებაი, რომელ-ესე უკუეთუმცა ექმნა ნიკოდემოსს, არამცა შეუძლებელად უჩნდა სიტყუაი იგი...~
ადამიანი, როცა ვერ გებულობს სახარებისეულ უცვლელ სწავლებას და ეჭვი ეპარება მაცხოვრის სიტყვების ჭეშმარიტებაში, მაშინ მან უნდა მიმართოს ეკლესიის მოძღვრებს, ნახოს თუ რას გვასწავლიან ამა თუ იმ საკითხზე წმიდა მამები და წმიდა მსოფლიო კრებების კანონები. ხოლო თუ ამის შემდეგაც ვერ ეთენხმება საღმრთო დოგმატებს, მან უნდა იცოდეს რომ, როგორც წმინდა ეგნატე ბრიანჩანინოვი აღნიშნავს, ასეთი ადამიანი ფაქტიურად უერყოფს ქრისტეს. წმინდა მამა ვრცლად საუბრობს ადამიანის ასეთ მდგომარეობაზე. მოვუსმინოთ ამონარიდს მისი სიტყვებიდან: ,,ჩემო მეგობარო! მწუხარედ იწყებს ის, შეუძლია კი ისეთ სუსტ, შეზღუდულ პიროვნებას, როგორიც ადამიანია, მსჯელობდეს ისეთ უსაზღვრო , მიუწვდომელ არსებაზე როგორიც ღმერთია? თავისი თვალსაზრისის მიხედვით გამოქონდეს დასკვნები ღმერთის შესახებ? დაუტევე პირადი მსჯელობა და მთელი გულით ირწმუნე ის რასაც გვასწავლის წმიდა სასახარება….... ის ვინც ქრისტეს სწავლებიდან უარყოფს თუნდაც ერთ დოგმატს, ასეთი ადამიანი განუდგა ღმერთს. კარგად დაფიქრდი, შენი ეჭვები არც თუ ისე მცირე ცოდვაა, შენ თუ მას შეითვისებ (ანუ დოგმატის არასწორ გაგებას) ხორცს შეასხამ და გადმოსცემ სიტყვებით – მომაკვდინებელ ცოდვაში ჩავარდები. რწმენით ნათქვამმა ერთმა სიტყვამ შეიძლება გადაარჩინოს ადამიანი და ურწმუნოებით ნათქვამმა სიტყვამ წარწყმიდოს მისი სული. რადგან ნათქვამია ,, სიტყვათა შენთაგან განმართლდე და სიტყვათა შენთაგან დაისაჯო” ( მთ. 12,37).
ამდენად საშიშია და დამღუპველია სახარების სიტყვების უგულებელყოფა და მასზე არასწორი მსჯელობა.
როგორც უკვე აღვნიშნეთ, წინამდებარე თემაში წარმოდგენილია მოუნათლავად გარდაცვლილი ჩვილების იმქვეყნიური მდგომარეობის საკითხი. სანამ მოცემულ თემასთან დაკავშირებით წმიდა მამათა სწავლების განხილვას შევუდგებით, გვინდა აღვნიშნოთ, რომ ახალშობილი ჩვილები და დედის წიაღში მოწყვეტილი ყრმები, როდესაც ისინი მოუნათლავნი გადიან იმ ქვეყნად, ორივენი ერთნაირ მდგომარეობაში იმყოფებიან, რადგან ერთნაირად უდანაშაულონი არიან თავიანთ მოუნათლაობაში.
ახლა მოვუსმონოთ ეკლესიის სწავლებას მოუნათლავად აღსრულებული ყრმების იმქვეყნიური ხვედრის შესახებ:
ქ.შ.-იდან 254 წელს შედგა კართაგენის ადგილობრივი კრება, 66 ეპისკოპოსის შემადგენლობითა და წმ. კიპრიანე კართაგენელის თავმჯდომარეობით, რომელზეც განხილულ იქნა ყრმათათვის ნათლისცემის საკითხი.
ამ კრების მიერ გაგზავნილ ეპისტოლეში ფიდოს ეპისკოპოსისადმი, ვკითხულობთ:
`კიპრიანე და კრებაზე დამსწრე დანარჩენი ამხანაგები, რიცხვით სულ 66, ფიდოსს, ძმას, ვუსურვებთ ჯანმრთელობას ხოლო რაც შეეხება საქმეს ჩვილებისა, რომელნიც, შენი თქმით, არ უნდა მოინათლონ შობიდან მეორე და მესამე დღეს, არამედ ჯერ-არს (მათი ნათლის-ღების) შესაბამისობაში მოყვანა წინადაცვეთის ძველ წესთან, და დაბადებული, როგორც შენ ფიქრობ, არ მოინათლოს, არც იკურთხოს მერვე დღემდე, _ ეს გარემოება ჩვენს კრებაზე სულ სხვაგვარად წარმოისახა: არავინ დაეთანხმა შენს მოსაზრებას (ამ საკითხში) _ პირიქით, ჩვენ ყველამ უმჯობესად მივიჩნიეთ, რომ არც ერთი ადამიანი არ მოაკლდეს ღმერთის მოწყალებასა და მადლს; თუკი თვით უფალი თავის სახარებაში ამბობს, რომ `ძე კაცისა არა მოვიდა წარწყმედად სულთა კაცთასა, არამედ ცხოვრებად~ (ლუკ. 9, 56), ამისათვის, რამდენადაც ეს ჩვენზეა დამოკიდებული, არც ერთი სული არ უნდა წარწყმდეს, თუკი ეს შესაძლებელია. ამასთან, თუკი უდიდეს ცოდვილთაც კი, რომელნიც მანამდე ბევრს სცოდავდნენ ღმერთის წინააღმდეგ, _ როდესაც შემდგომში უფალს ირწმუნებენ, მიეცემათ ცოდვების მიტევება, და არავის აღეკრძალება შენდობა და მადლი, _ მით უმეტეს, არ უნდა აღეკვეთოს ეს ჩვილს, ვისაც, ეს-ესაა დაბადებულს, არაფერში შეუცოდავს, არამედ, ოდენ ხორციელად წარმოიშვა რა ადამისაგან, _ აღუქვამს ძველი სიკვდილის ინფექცია თავად შობის მეშვეობით.”
როგორც ვხედავთ, ქ. შ.-იდან 254 წელს შემდგარმა კართაგენის საეკლესიო კრებამ გამოთქვა არსობრივი სწავლება უნათლავად გარდაცვლილი ყრმების წარწყმედაზე, რაც იმავე ეკლესიის ადგილობრივმა კრებამ უკვე 165 წლის შემდეგ (419 წ.) გამოჰკვეთა საეკლესიო კანონის სახით, რომელიც სავალდებულოა მსოფლიო მართლმადიდებელი ეკლესიისათვის, რაკი განმტკიცებულია მსოფლიო საეკლესიო კრებების (VI და VII) ბეჭედდასმით და _ შესულია ყველა `სჯულისკანონში~ _ აი, ისიც:
,,ვითარმედ ჩჩÂლნიცა მისატევებელად ცოდვათა ნათელ-იღებენ.
ეგრეთვე გუთნდა, რაÁთა ვინცა ვინ სადა ჩჩÂლთა და ახლად შობილთა და აწ ოდენ მუცლით დედისაÁთ გამოსრულთა ნათელღებულთასა უვარ-ჰყოფს ანუ არა აღიარებს მისატევებელად ცოდვათა / ნათელ-ღებულობასა მათსა და ვითარმედ არა ადამისმიერისა მის ცოდვისა და მიერ შთამომავალისა მწიკულევანებისათÂს თანა-ედვა მათ განწმედაÁ საბანელითა მეორედ შობისაÁთა, რომელსა შეუთქს გულისზრახვაÁ ესე, ვითარმედ ამათ შორის სახე მისატევებელად ცოდვათა ქმნილისა ნათლისღებისაÁ არა ჭეშმარიტებით, არამედ გონებისა ხოლო უცნებით გულისÃმა-იყოფების, შეჩუენებულ იყავნ, ვინაÁთგან არა სხუებრ ჯერ-არს გულისÃმის-ყოფაÁ მოციქულისა მიერ თქუმულსა მას, ვითარმედ _ `ერთისა კაცისათÂს ცოდვაÁ შემოვიდა სოფლად და ცოდვისათÂს სიკუდილი და ესრეთ ყოველთა კაცთა ზედა გარდაეფინა, რომლითა ყოველთა ცოდეს~, რომლისათÂსცა ყოვლით კერძო განმარტებული და ყოველგან ყოველთა ნაწილთა შინა სოფლისათა განფენილი კათოლიკე ეკლესიაÁ ესრეთ გულისÃმა-ჰყოფს ამას, და რამეთუ ამის კანონისათÂს სარწმუნოებისა ჩჩÂლნიცა და ჯერეთ ვერარაÁთ ცოდვითა ბიწიან-ყოფისა თავთა თÂსთაÁსა შემძლებელნი მისატევებელად ცოდვათა ჭეშმარიტებით ნათელს-იღებენ, რაÁთა განწმდენ იგინი მეორედ შობისა მის მიერ შეცოდებისა მისგან პირველისა მამისა მიერ მათდა მომართ შთამომავალისა.”
კანონში ხაზგასმითაა აღნიშნული, რომ: `ჩვილებიც ნათელს იღებენ ცოდვათა მისატევებლად. ასევე განსაზღვრულ იქნა, რომ ვინც უარყოფს და არ აღიარებს ცოდვათა მისატევებლად მონათლულ ჩვილთა და დედის მუცლიდან ახლად შობილთა ნათლობას და ამბობს, რომ ისინი არ საჭიროებენ მეორედ შობის საბანელით ადამისმიერი ცოდვისა და იქიდან წარმომავალი ჭუჭყისაგან განწმენდას; რომ მათი ნათლისღების სახე არის არა ჭეშმარიტი, არამედ _ მოჩვენებითი, _ შეჩვენებული უნდა იყოს, ვინაიდან სხვანაირად არ შეიძლება გავიგოთ მოციქულის ნათქვამი, რომ ,,როგორც ერთი ადამიანის მიერ ცოდვა შემოვიდა ქვეყნიერებაზე, ხოლო ცოდვის მიერ _ სიკვდილი, ასევე სიკვდილი გადავიდა ყველა ადამიანში, იმიტომ, რომ ამით ყველამ შესცოდა~ (რომ. 5, 12); (ეს უნდა გავიგოთ ისე) როგორც ესმის ყოველ მხარეს გავრცელებულ და ყველგან, ქვეყნის ყველა ნაწილში განფენილ კათოლიკე ეკლესიას. ამ კანონით ცოდვათა მისატევებლად ჭეშმარიტად ნათელს იღებენ ჩვილებიც, თუმცა მათ არ შეუძლიათ თვითონ ცოდვის ჩადენა, _ რათა განიწმინდონ ისინი მეორედ შობით იმ შეცოდებისაგან, რომელიც მიიღეს პირველი მამისაგან (ადამისაგან)” .
წარმოდგენილი კანონიდან ცალსახად ჩანს უნათლავად გარდაცვლილი ყრმების საიქიო ხვედრი _ ისინი წარწყმდებიან ადამისა და ევას დაცემის ძალით, პირველშობილი ცოდვით დაზიანებული ბუნების გამო! ხოლო იმ ადამიანებს, რომელნიც ასწავლიან, რომ ჩვილნი ნათლობას არ საჭიროებენ პირადი უცოდველობის წყალობით, _ კართაგენის წმ. კრება შეაჩვენებს.
ზემოთქმული კიდევ უფრო ზუსტდება აღნიშნული კანონის განმარტებაში _ მოვუსმინოთ მსოფლიო მართლმადიდებელი ეკლესიის ყველაზე ავტორიტეტულ კანონისტებს:
ზონარა (XII ს.) და ბალსამონი (XII ს.)
,,ზოგიერთნი ამბობდნენ, რომ ახალშობილი ყრმები ნათელს-იღებენ არა ცოდვების მისატევებლად, რამეთუ მათ არა აქვთ ცოდვები, ვინაიდან არცკი შეუძლიათ სცოდონ, არ ფლობენ რა უნარს კეთილისა და ბოროტის გარჩევისა, _ კრება უარყოფს ამას და მათ, რომელნიც ასე ფიქრობენ და იტყვიან, თითქოსდა პირველმშობელთა ადამისეული ცოდვისაგან (ადამის) შთამომავალთ არ უსესხებიათ არაფერი, რისთვისაც ბავშვებს საჭიროება ექნებოდათ საღმრთო საბანელით განწმენდისა, _ (ასეთებს) ანათემა-ჰყოფს, ამბობს რა, რომ აქედან გამომდინარე იქნებოდა აზრი, თითქოსდა სახე ნათლობისა ცოდვათა მისატევებლად ასეთთა, ანუ _ ახალშობილ ბავშვთა მიმართ, _ არაჭეშმარიტია; შემდგომ კრება ამტკიცებს თავის სიტყვას, მოაქვს რა გამონათქვამი დიდი პავლესი: რამეთუ იტყვის, სხვაგვარად როგორ გავიგოთ სიტყვები ესე: `ერთისა მის კაცისათვის ცოდვა სოფლად შემოხდა და ცოდვისა ძალით _ სიკუდილი, და ესრეთ ყოველთა კაცთა ზედა სიკუდილი მოიწია, რომლითა ყოველთა შესცოდეს~ (რომ. 5, 12), _ თუ არა ისე, როგორც ესმის (ეს) მსოფლიო ეკლესიას, ყველგან განფენილს და გავრცელებულს, ე.ი. _ მორწმუნე ერს, განთესულს მთელს მსოფლიოში;
არისტინი (XII ს.)
,,ვინც ამბობს, რომ ახალშობილნი და მოსანათლნი არ სესხულობენ არაფერს ადამის ცოდვისაგან, რასაც სჭირდება ნათლისღებით განწმენდა, _ შეჩვენებას ექვემდებარებიან, რამეთუ ერთის მიერ სიკვდილი და ცოდვა საყოველთაო შეიქნა”
კართაგენის კრების 110-ე კანონს განმარტავს წმ. ნიკოდიმოს მთაწმინდელი. ეს განმარტება შეტანილია ამავე მამის მიერ შედგენილ კანონიკურ კრებულში `პიდალიონი~. ქვემოთ მოვიყვანთ აღნიშნული კანონის განმარტებას.
სანამ უშუალოდ კანონის განმარტებას წარმოვადგენთ, ვნახოთ, თუ რაში მდგომარეობდა უშუალოდ პელაგიას და მისი თანამოაზრის ცელესტის მწვალებლური სწავლება რომლის წინააღმდეგაც მიიღეს ხსენებული კანონი. პელაგიას ცხოვრების შესახებ მოგვითხრობს დიდი სჯულის კანონის ცნობილი კომენტატორი, ნიკოდიმოს მილაში:
,,Споры, возникшее по поводу пелапанства, вызвали множество соборовъ, изъ которыхъ первый, по мнению Гефеле, быль въ 411 году. Въ этомъ году Целестий прибылъ изъ Рима въ Карфагенъ для получе¬ния тамъ пресвитерскаго рукоположешя. Некоторые ревностные право-славные карфагенцы предупредили Аврелия, чтобы онъ не доверялъ Целестию, такъ какъ последний зараженъ ложнымъ учешемъ. Аврелий тот- часъ же повелелъ созвать соборъ, на который долженъ былъ предстать Целестий. Самымъ решительнымъ противникомъ Целестия былъ Диаконъ Павлинъ, представивший собору противъ него жалобу, причемъ учение Целеспя было формулировано въ следующихъ шести пунктахъ: а) Адамъ умеръ бы, если бы и не согрешилъ; б) грехъ Адама причинилъ зло ему одному, а вовсе не всему человечеству; в) • новорожден¬ное дитя находится въ томъ же состояние, въ какомъ находился Адамъ до своего грехопадения; г) не верно, что все человечество подлежитъ смерти потому, что согрешилъ и умеръ Адамъ, такъ же, какъ не верно и то, что все человечество воскреснетъ потому, что воскресъ Хрисгосъ;
д) законъ можт привести къ небу такъже, какъ и Евангелие;
е) до пришествия Христова также были люди совершенно безгрешные. После признания Целестия, что таково действительно его исповедание, соборъ отлучилъ его.
Папа Григорий I въ своемъ письме упоминаетъ: «Пелаги, осужденный на ефесскомъ соборе, высказалъ то съ намеретемъ показать, что искупление Христово не имело для насъ значения». То же говоритъ и патриархь Фоти упоминая о ереси пелагианъ: «что она была анафематствована святымъ соборомъ въ Ефесе»”
ანუ, წმიდა გრიგოლ I საკვირველთმოქმედის აზრით, რომელსაც პატრიარქი ფოტიც ეთანხმება, პელაგია უარყოფდა ადამიანის გადარჩენისათვის .ქრისტეს გამომხსნელი ვნებების აუცილებლობას. ეკლესიის სწავლებით კი ჩვენ, გამოხსნის თანაზიარნი ვხდებით ქრისტეს ვნებებთან ზიარებით, რაც აღესრულება ნათლისღების საიდუმლოში. აქედან გამომდინარე, პელაგიას მწვალებლური სწავლება უარყოფდა ასევე ნათლისღების აუცილებლობას, რის წინააღმდეგაც ეფესოს III მსოფლიო კრების კვალდაკვალ, ზემოთ წარმოდგენილი 110-ე კანონი მიიღო კართაგენის ადგილობრივმა კრებამაც.
ახლა მოვუსმინოთ წმიდა ნიკოდიმოს მთაწმინდელის მიერ აღნიშნული კართაგენის კრების კანონის განმარტებას:
,,ჭკუაშემცდარ პელაგიანელებს გაუჩნდათ ეს მწვალებლური აზრი; ანუ, რომ ახლადშობილი ჩვილები არ ინათლებიან `მისატევებლად ცოდვათა~ ისე, როგორც ამას ასწავლის მართლმადიდებელი ეკლესია. ანუ, მათი აზრით, ისე, მხოლოდ სიტყვით, რომ ეთქვა კაცს: `მისატევებლად ცოდვათა~, აკი ახალშობილნი არ არიანო ადამით მოყოლებული წინაპრის ცოდვით სიბილწეს ზიარებულნი და არ საჭიროებენ ნათლისღებით განწმენდას რაკი, როგორც აღვნიშნეთ, მათი _ პელაგიანელების _ აზრით ადამიანთან ერთად არ ჩნდება წინაპრის ცოდვა; მათი აზრით ეს ცოდვა არ იყო დაცემა ბუნებით, არამედ (იყო დაცემა) ნებით შესაბამისად, აღნიშნული მწვალებლობის გამომგონებელთ შეაჩვენებს (ანათემას გადასცემს) საეკლესიო კრება წარმოდგენილი [მოყვანილი] კანონის თანახმად: 1. რაკი, ფორმულირება `მისატევებელად ცოდვათა~ (ამ მწვალებელთა აზრით) არის არა ნამდვილი (ჭეშმარიტი), არამედ _ შეთხზული (ყალბი და მცდარი, რადგანაც ამ ცდომილი სწავლების მიხედვით ჩვილებს არა აქვთ ცოდვა და არც რამ მისატევებელი; და 2. მოციქული, აღიარებით იმისა, რომ ერთი კაცის, ანუ ადამის გამო სამყაროში შემოვიდა ცოდვა, ცოდვის გამო კი სიკვდილი, შესაბამისად, აღიარებს, რომ ყოველმა კაცმა შესცოდა ადამის მსგავსად. მოციქულის მიერ ეს თქმული, _ დავძენ, _ სხვაგვარად ვერ გაიაზრება, თუ არა ისე, როგორც ეს აღიარა ერთიანმა მართლმადიდებელმა ეკლესიამ და როგორც მას ეს სწამს. ანუ, ახლადშობილი ჩვილები, რომც არ სცოდონ ნებით, მაინც თავისთავად ჩათრეული არიან ადამიდან მომდინარე წინაპრის ცოდვაში. ამიტომაცაა საჭირო ნათლისღებით განიწმინდონ ისინი. შესაბამისად, ინათლებიან ისინი არა მოჩვენებით, არამედ ნამდვილად მისატევებელად ცოდვათა.”
იერემია I კონსტანტინეპოლელი გარკვევით ამბობს, რომ: `საჭიროა ჩვილთა მონათვლა და დროის არდახანება. ამას ვაკეთებთ ჩვენც, რათა რაიმე არ მოხდეს გადადებით . . . და არ აღმოჩნდეს საფრთხეში ცხონება”.
ხოლო დოსითეოზ იერუსალიმელი კატეგორიულად დასძენს, რომ: ,,ნათლობა აუცილებელია ჩვილებისთვისაც, რადგან ისინიც ექვემდებარებიან პირველქმნილ ცოდვას და ნათლობის გარეშე ვერ შეძლებენ მიემთხვიონ მიტევებას... თუ ჩვილები ადამიანები არიან და თუ ისინიც საჭიროებენ ცხონებას, საჭიროებენ ნათლობასაც, და რომლებიც ახლად არ შობილან, არ მიუღიათ მიტევება პირველმამისეული ცოდვისა და ექვემდებარებიან ამ ცოდვის მარადიულ დასჯილობას და შესაბამისად არ ცხონდებიან ნათლობის გარეშე. ამირომ აუცილებლად საჭიროა ჩვილთა მონათვლაც... და `საქმეებში~ თქმულია, რომ მთელი სახლები ინათლებოდნენ და, ცხადია ჩვილებიც (მე-16 საზღვარი)”.
კრიტოპულოსიც, განიხილავს რა ჩვილთმნათვლელობას, მეშვიდე თავში მიუთითებს: `... ვსაჭიროებთ ერთ მიმრქმელს. დადგენილი დღე, თუ როდის უნდა მოინათლონ ჩვილები, არ გვაქვს, რადგან ზოგი მერვე დღეს ნათლავს მათ. ზოგი _ მეათე დღეს, ზოგი უფრო მეტ დღეს იღებს, ზოგი _ ნაკლებს, მაგრამ თუ აუცილებლობა გვაიძულებს, მყისვე შობის შემდეგ ინათლება შობილი~.
1723 წელს შეიქმნა აღმოსავლეთის კათოლიკე-საყოველთაო ეკლესიის პატრიარქთა ეპისტოლე მართლმადიდებლური მრწამსის შესახებ. ამ ეპისტოლეს ერთ-ერთ ნაწილში საუბარია ახალშობილი ყრმების მონათვლის აუცილებლობის შესახებ:
,,გვწამს, რომ აუცილებელია წმინდა ნათლისღება, მცნებად მოცემული (ჩვენდა) უფლის მიერ და აღსრულებადი წმიდა სამების სახელით. რამეთუ უმისოდ ვერავინ ვერ ცხოვნდება, როგორც ამას უფალი ამბობს: `უკუეთუ ვინმე არა იშვეს წყლისაგან და სულისა, ვერ ხელ-ეწიფების შესლვად სასუფეველსა ღმრთისასა~ (იოანე 3, 5). ამიტომ იგი ყრმებსაც სჭირდებათ, რადგანაც ისინიც ექვემდებარებიან პირველშობილ ცოდვას და უნათლისღებოდ ვერ მიიღებენ ამ ცოდვის შენდობას. უფალმაც, გვიჩვენებდა რა ამას, ყოველგვარი გამონაკლისის დაშვების გარეშე თქვა: `უკუეთუ ვინმე არა იშვეს~, ანუ ქრისტე მაცხოვრის (ამქვეყნად) მოსვლის შემდეგ, ყოველნი, ვინც კი ცათა სასუფეველში უნდა შევიდნენ, ხელახლა უნდა იშვნენ (ნათლისღების საიდუმლოში). ხოლო თუკი ყრმანიც საჭიროებენ ცხოვნებას, მაშინ მათ ისიც სჭირდებათ, რომ მოინათლონ. ისინი კი, ვინც ხელმეორედ არ იშვებიან და ამის გამო არ მიუღიათ პირველმშობელთა ცოდვის შენდობა, უსათუოდ ეწევიან საუკუნო სასჯელს ამ ცოდვისათვის, და მაშასადამე, ვერც ცხოვნდებიან. ამრიგად, ყრმათაც უსათუოდ ესაჭიროებათ ნათლისღება. ამასთან, ყრმანი ცხოვნდებიან, როგორც მახარებელ მათესთანაა ნათქვამი, ხოლო მოუნათლავი ვერ ცხოვნდება. მაშასადამე, ყრმები აუცილებლად უნდა მოინათლონ”.
ანუ აღმოსავლეთის ეკლესიის პატრიარქები ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ ჩვილებისათვის აუცილებელია ნათლობა, რომლის გარეშე ისინი ვერ ცხონდებიან.
მოყვანილ სწავლების ჭეშმარიტებას ხელმოწერით ადასტურებენ შემდეგი ეკლესიის იერარქები:
იერემია, ღმრთის წყალობით მთავარეპისკოპოსი კონსტანტინოპოლისა, ახალი რომისა, და მსოფლიო პატრიარქი, საკუთარის ხელით ვაწერ და ვმოწმობ და ვაღიარებ, რომ ეს არის ჩვენი _ ქრისტეს სამოციქულო კათოლიკე-საყოველთაო და აღმოსავლეთის ეკლესიის მართლმადიდებელი სარწმუნოება.
ათანასე, ღმრთის წყალობით პატრიარქი ღვთის დიდი ქალაქის ანტიოქიისა, საკუთარი ხელით ვაწერ და ვმოწმობ, და ვამტკიცებ და ვაღიარებ, რომ ეს არის ჩვენი ქრისტეს სამოციქულო კათოლიკე-საყოველთაო და აღმოსავლეთის ეკლესიის მართლმადიდებელი სარწმუნოება.
ქრისანთე, ღმრთის წყალობით პატრიარქი წმიდა ქალაქ იერუსალიმისა, საკუთარის ხელით ვაწერ და ვმოწმობ და ვაღიარებ, რომ ეს არის ჩვენი ქრისტეს სამოციქულო კათოლიკე-საყოველთაო და აღმოსავლეთის ეკლესიის მართლმადიდებელი სარწმუნოება.
კალენიკე ირაკლიელი საკუთარის ხელით ვაწერ, გულით და ბაგით ვეთანხმები ზემოთ აღნიშნულ პატრიარქებს, რასაც ვაღიარებ კიდეც ჩემს უკანასკნელ ამოსუნთქვამდე.
ანტონი კიზიკიელი ვაღიარებ, რომ ეს არის კათოლიკე-საყოველთაო აღმოსავლეთის ეკლესიის სარწმუნოება.
პაისი ნიკომიდიელი საკუთარის ხელით ვაწერ და ვაღიარებ, რომ ეს არის კათოლიკე-საყოველთაო აღმოსავლეთის ეკლესიის სარწმუნოება.
გერასიმე ნიკეელი, საკუთარის ხელით ვაწერ და ვაღიარებ, რომ ეს არის კათოლიკე-საყოველთაო აღმოსავლეთის ეკლესიის სწავლება.
პახომი ქალკედონელი, საკუთარის ხელით ვაწერ და ვაღიარებ, რომ ეს არის კათოლიკე-საყოველთაო აღმოსავლეთის ეკლესიის სწავლება.
ეგნატე თესალონიკელი, საკუთარის ხელით ვაწერ და ვაღიარებ და ვმოწმობ, რომ ეს არის მსოფლიო და აღმოსავლეთის ეკლესიის სწავლება.
ანთიმოზ ფილიპოპოლელი, საკუთარის ხელით ვაწერ, ვაღიარებ რა და ვმოწმობ რა, რომ ეს არის კათოლიკე-საყოველთაო და აღმოსავლეთის ეკლესიის სწავლება.
კალენიკე ვარნელი, საკუთარის ხელით ვაწერ და ვაღიარებ და ვმოწმობ, რომ ეს არის კათოლიკე-საყოველთაო და აღმოსავლეთის ეკლესიის სწავლება.
სახარებისეულ სწავლებაზე და წმიდა მსოფლიო კრებებზე დაყრდნობით საქართველოს ეკლესიის უწმიდესმა სინოდმა განაჩინა:
,,პიროვნების სულის ცხოვნების შესახებ ეკლესიური მოძღვრება გვასწავლის, რომ ცხოვნებისათვის აუცილებელია ცოდვების მიტევება. წმ. იოანეს სახარებაში წერია: `უკეთუ ვინმე არა იშვეს მეორედ, ვერ ხელეწიფების ხილვად სასუფეველი ღმრთისა~ (იოანე 3, 3).
მეორედ შობა ნიშნავს ახალი ადამიანის სულიერ დაბადებას.
სარწმუნოების სიმბოლოს XI მუხლის მიხედვით ცოდვათა მიტევება შესაძლებელია ნათლისღებით: `აღვიარებ ერთსა ნათლისღებასა მოსატევებელად ცოდვათა~, კართაგენის საეკლესიო კრების 110-ე მუხლის თანახმად ჩვილებიც ნათელს იღებენ ცოდვათა მისატევებლად. ამ კანონით კართაგენის საეკლესიო კრება გვახსენებს, რომ ყოველ პიროვნებას, გარდა პირადი ცოდვებისა, გააჩნია აგრეთვე ადამისმიერი, ანუ _ პირველქმნილი, ცოდვაც. აქედან გამომდინარე, ბუნებრივია, რომ ჩვილებიც, რომელთაც არ გააჩნიათ პირადი ცოდვები, საჭიროებენ ნათლისღებას, რათა განიწმიდონ პირველქმნილი ცოდვისაგან.
სახარების მიხედვით ნათლისღებაში იგულისხმება ასევე ჯვარცმა და სიკვდილი. უფალი ბრძანებს: `სასუმელი სამე ჩემი შესუათ და ნათლისღება, რომელი მე ნათელ-ვიღო, ნათელ-იღოთ...~ მათე 20, 23). ამიტომ ქრისტესათვის წამებულნი, რომელთაც არ ჰქონდათ მიღებული წყლით ნათლობა, ღვთის მადლით განიწმინდებიან ცოდვათაგან, ანუ _ იშვებიან მეორედ და ისევე, როგორც ნათელღებულნი, დაიმკვიდრებენ ცათა სასუფეველს, ანუ _ ცხოვნდებიან.
ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, მეორედ შობის, ანუ _ ცოდვათაგან განწმენდის, გარეშე სასუფევლის დამკვიდრება, ანუ სულის ცხოვნება შეუძლებელია.”
ვფიქრობთ, საქართველოს ეკლესიის წმიდა სინოდის განჩინების შინაარსი სავსებით ნათელია, ის მიუთითებს ჩვილების მონათვლის აუცილებლობაზე და აღნიშნავს, რომ მოუნათლავად ვერავინ დაიმკვიდრებს ცათა სასუფეველს, მათ შორის ვერც ახალშობილები.
როგორც ვხედავთ, ჩვილები უჰდა მოინათლონ იმის გამო, რომ ისინი არიან თანაზიარნი პირველქმნილი ცოდვის და მისი შედეგების. ვნახოთ, თუ რას გვასწავლის ეკლესია, თავად პირველქმნილი ცოდვის შესახებ:
წმიდა ნიკოდიმოს მთაწმინდელის წერს: წინაპრის ცოდვის გადმოცემის თაობაზე მრავალი მწვალებლური აზრი აღმოცენდა. იყვნენ კარპოკრატიონის მიმდევრები, პელაგიანელები, არმენიელები (სომხები), ალბიგენსიელები; ახლებიდან _ ანაბაპტისტები და საკრამენტალისტები. ამათი აზრით, ერთი კაციც კი არ ზიარებულა წინაპრის ცოდვას. ხოლო კალვინი, ვუკერი, მარტინი და ვეზი აღიარებდნენ, რომ არა მარტო მორწმუნე მშობლებისაგან გაჩენილი ჩვილები არ ზიარებულან წინაპროს ცოდვას, არამედ _ ურწმუნოთა ჩვილებიც. ხოლო შპანგემბერგი და ილირიკოსი და სხვებიც წინაპრის ცოდვას უწოდებდნენ უგუნურობას _ როცა გონება ჭეშმარიტებისკენაა მიდრეკილი (მიმართული), მოწოდება კი _ ცუდის სურვილისაკენ. ეს მათი აზრით არ არის წინაპრის ცოდვა, არამედ არის სასჯელი და მოწამლული ნაყოფი წინაპრის ცოდვის მომწამვლელი ძირიდან, რასაც [ესენი] ეჭვგარეშე სულის ვნებებს უწოდებენ. სხვები ამბობენ, რომ წინაპრის ცოდვა არის კაცის (ადამიანის) არსი, გადმოცემული თითოეულ [კაცზე] ვერაგი ნების ქმედებით, ყოველი კაცის არსად და ბუნებად გარდაქმნილი. ხოლო პელაგიანელებმა, რომელთა მიმართაც არის ზემოთ მოყვანილი კანონი ჩამოყალიბებული, მათ, ვინც სრულიად უგულებელყვეს წინაპრის ცოდვის ადამიანის მთელს ნათესაობაზე განვრცობა, არამედ _ მოისურვეს [ეთქვათ, რომ] ეს ცოდვა მარტივი მიბაძვის სახით ვრცელდებოდა მასზე, ხოლო კათოლიკე მართლმადიდებელი ეკლესიის აზრით მამამთავრის ეს ცოდვა არის არა არსი, არამედ _ შემოქცევა სწორი სიტყვისა და შემოქმედის ნებისადმი ჯეროვანი მორჩილებისადმი ურჩობა; არა აზრის უმეცრება და ნების უარესისაკენ მოწოდება, არამედ _ მათი მიზეზი და ძირი. გადაეცემა იგი ყოველ ადამიანს, დედის წიაღშივე განწმენდილსაც კი, თავად დედოფალს ჩვენსას ღვთისმშობელს, და არა მარტო ურწმუნოთაგან შობილ ჩვილებს; გადაეცემა არა უბრალო მიმართებითა თუ მიმსგავსებით, არამედ ჭეშმარიტი და ნამდვილი ზიარყოფით; ამიტომაც ინათლებიან ჩვილები ჭეშმარიტად და საფუძვლიანად მისატევებლად ამგვარი ცოდვისა, ჭეშმარიტად და საფუძვლიანად მისი ზიარნი, მოყვანილი კანონის თანახმად, როგორც სინამდვილეში ამას ზიარებულნი. ამიტომაც ღვთიური კიპრიანეც 58-ე ეპისტოლეში აღნიშნავს, რომ არა ხამს ნათლისღებად ჩვილთა დაბრკოლება, _ აკი ისინი ადვილად იძენენ ცოდვათა მიტევებას _ არა თავიანთი ცოდვებისა, არამედ _ უცხო, მათზე გადმოსულისა. `უცხო ცოდვა~ კი, კიპრიანეს აზრით, არის ცოდვა წინაპართა, რასაც უცხოდ გარდამოსულად მიიჩნევენ ჩვილის ნებაზე; საკუთარი _ ესაა ზიარებით [ცოდვას ზიარებით] შეძენილი, რაც კი მან მიიღო (აითვისა). ამასავე აღიარებს ჩვილების თაობაზე ღვთიური ფირმილიანოს კესარიელი (ეპისტოლე 85-ე, კიპრიანეს წერილებში) და ოლიმპიოდოროსი იობის განმარტებისათვის (გვ. 289): `ჩვილებსაც კი აწევთ წინაპრის ცოდვა~ და სხვაგან, იმავე განმარტების გაგრძელებად: `ამიტომაც ინათლებიან ჩვილები _ ადამის ურჩობისათვის შეძენილი სიბილწისაგან განსაბანად (სიბინძურის მოსაბანად)~. რა არის, რისთვის და რაზე წარმოებს [ცოდვის] ეს გადაცემა და ზიარება? გულახდილად გითხრათ, უცნობია, მხოლოდ ღმერთმა უწყის. ხოლო ვინც ამ საკითხის თაობაზე ავითარებს ღვთისმეტყველებას, ვინც იკვლევს მას, _ აღნიშნავენ შემდეგს: რადგანაც ადამი იყო მამა და მთელი კაცობრივი ნათესაობის ძირი, მის სხეულად ბუნებითა და პოტენციით მოცული იყო მისგან შობილთა ყოველთა კაცთა სხეულები. ხოლო მის სულში, მართალია, სხეულთაგან განსხვავებით არა ბუნებით (_ ისევე, როგორც ადამის სულს არ უშვია აბელის სული) _ ამ [ზემოხსენებული] წესით უნდა გადმოსულიყო საკუთრივ მისი (ადამის) ცოდვა ვითომდა მისგან (ადამისგან) შობილ სულზე. აკი ეკლესიის სწავლებით ღმერთისგან იშვა და შეიქმნა აბელის სული; ღმერთისგანვე იქმნება ყოველი ადამიანის (კაცის) სულიც. ზოგი _ გარკვეული შემოქმედებისამებრ და უშუალოდ, ზოგი _ გარკვეულად არაუშუალო გზითა და განგებისამებრ; ანუ, გრიგოლ ღვთისმეტყველის მიხედვით, იმ პირველი და ცხოველი (ცხოვრების მომნიჭებელი) შთაბერვით, რაც ერთხელ მიეცა (სიტყვასიტყვით _ `ჩაებერა~) ადამს და მისგან (ადამისაგან) მომდინარე მოქმედებს იგი [შთაბერვა] ყოველზე, სქოლიასტი ნიკიტას ნათქვამისამებრ _ ბუნებაში კანონად ქმნილი. ამასვე აღნიშნავს ღვთისმოსავი მაქსიმე: `სულის დაბადება არ წარმოებს სხეულის [დაბადების] მსგავსად, საფუძვლად მდებარე მატერიისაგან, არამედ წარმოებს ღვთის ნებით, ცხოველი შთაბერვით, უთქმელად და შეუმეცრად, რაც უწყის მხოლოდ შემოქმედმა. სული სხეულის ჩასახვასთან ერთად აღებული ემსახურება ერთი ადამიანის სრულად შექმნას~. გენადიოსის სიტყვასთან მიმართებით (გვ. 91) იმარჯვებს მეორეთა მოსაზრება. ანუ, ვგულისხმობ, ადამის მოდგმის სულებსაც _ მათ არ მოიცავს, ბუნებრივია, ადამის სული, არამედ რაღაც შემადგენლით, როგორც მოდგმის დასაბამის სათავესა და მამამთავარში, მასში მოიაზრება ყოველი ადამისნის სული. მაშასადამე, რაც აღთქმა და ანდერძი მიანიჭა ადამს ღმერთმა, მიანიჭა იგი არა მხოლოდ მას, არამედ მისი მეშვეობით და მასში გადასცა იგი ყოველ კაცს, ადამის სახედ აღთქმულთ. შესაბამისად, რომ დაეცვა ადამს ანდერძი, იგი მოისურვებდა გადაეცა მისი მეშვეობით და მასში ეს ანდერძი თავისი შთამომავლებისთვისაც და კვალად _ გადაეცა ანდერძის დაცვით აღთქმული ნეტარებაც. და რაკი დაარღვია ადამმა იგი, მსგავსადვე _ მისი მეშვეობით და მასში გადასცა ეს დარღვევაც მთელ თავის შთამომავლობას, რომელიც მისი მეშვეობით და მასში იძენს და არღვევს აღთქმას. მაშასადამე, აღნიშნული დარღვევით გადაეცემათ მათ სასჯელის მოსალოდნელი მუქარაც _ როგორც ახლანდელ, დროებით ცხოვრებაში, ასევე _ მარადიულსა და მოსალოდნელშიც. ის, რომ ყოველმა ადამის მოდგმამ, ადამის სახით მიიღო და უგულებელყო ღვთის აღთქმა (ანდერძი), საღმრთო წერილის ვრცლად მკვლევარი იერონიმოსი პოულობს მას წერილით აღნუსხულს. ამიტომაც ოსიას სიტყვის _ `მათ ადამის მსგავსად დაარღვიეს ჩემი ანდერძი~ (თავი 6,7) _ განმარტებისათვის იგი აღნისნავს: `მაშასადამე, როგორც რომ ადამმა დაარღვია მოცემული აღთქმა _ არ ეჭამა ხისგან [ცნობადისა], ასევე მისგან შობილთაც მისი მეშვეობით და მასში დაარღვიეს იგი, ანუ, რაც ადამის მეშვეობით ყოველს დაუდგინა ღმერთმა. მაგრამ ღმერთმა აბრაამისადმი წინადაცვეთისათვის აღთქმის მინიჭებით ეს განუწესა მისგან სამომავლოდ შობილთ _ შობილი ჩვილი, თუ არ მოისურვებდა წინადაცვეთას, თავად ღმერთი დაადგენდა, რომ დაღუპულიყო (წარწყმედილიყო) იგი. აკი ამბობდა ღმერთი _ ჩემს ანდერძს უგულისყუროდ მოეკიდნენო. რადგან აბრაამის თესლით არის არსებული [ძისგან შობილნი] და მისი მეშვეობით და მასში მიიღეს ეს ანდერძი. და ეს მიუხედავად იმისა, რომ (ჩვილს) ნებით არ შეეძლო შეეცოდა; ასევე, ადამისადმი აღთქმის მინიჭებით ღმერთი აღთქმას ანიჭებდა მთელ მის მოდგმას. ამიტომაც ადამისადმი მონიჭებული აღთქმის დარღვევით, არღვევენ მას საშოსმდებარე ჩვილები, როგორც ადამისაგან მისი (დარღვევის) მიმღებნი~. ამიტომაც არის აუცილებელი უაღრესად საიდუმლო წესით ნათლისღებით წინადაცვეთა. მაგრამ რაღაზე გავაგრძელო სიტყვა? აკი აღნიშნავს მოციქული პავლე: ყველამ რომ სცოდა, ამით განცხადდა ერთი აზრი, ანუ, რომ ადამით ყოველმა სცოდა. და თეოფილაქტეც განმარტავს: `რაც დაეცა იგი (ადამი), მისგან შობილნი ხისგან ცნობადის უჭმელადვე მოკვდავნი არიან, როგორც რომ თავადვე (იმთავითვე) ცოდვით დაცემულნი _ რადგან ადამი დაეცა ცოდვით~. ხოლო ხორციელი წესი, რითაც გადაიცემა წინაპრის ცოდვა, ღვთისმეტყველთა ერთიანი აზრით არის ცოდვილი და განცხრომის მოყვარული დინება თესლისა, რისგანაც ვიძენთ ჩასახვას. ამიტომაც ვაღიარებთ უფალს ჩვენსას იესო ქრისტეს, როგორც უთესლოდ შობილს, წინაპრის ცოდვისგან ზეაღმატებულად. ესე დამატებითი შენიშვნა დაცულია სახელგანთქმული ევგენიოსის გამოუქვეყნებელ `ღმრთისმეტყველებაში~ (თეოლოგიკონში)”.
`მართლმადიდებელი კათოლიკე ეკლესიის აზრი ისაა, რომ საკუთრივ პირველმამისეული ცოდვა, რაც იყო არა არსება, არამედ გადახვევა მართალი წესისგან და უფლის მცნებისადმი სავალდებულო მორჩილების ურჩობად შეცვლა. _ არა უმეცრება გონებისა და უარესისაკენ მიდრეკა ნებელობისა, არამედ ამათი ძირი და მიზეზი გადაეცემა ყველა ადამიანს, მათ შორის იმათაც კი, რომლებიც დედის მუცლიდან განწმენდილნი იყვნენ და თვით ჩვენს დედოფალ ღვთისმშობელსაც. ესე იგი _ არა მხოლოდ ურწმუნოთაგან შობილ ჩვილებს. ამასთან, გადაეცემათ არა ლიტონი მოთვისეობით ან მბაძველობითად, არამედ ჭეშმარიტი და საქმითი ზიარებით. ამიტომ, ჩვილებიც ჭეშმარიტად და ნამდვილად ამგვარი ცოდვის მისატევებლად ინათლებიან, როგორც ჭეშმარიტად და საქმითად ზიარებულნი ამ ცოდვასთან, თანახმად კართაგენის კრების 121-ე კანონისა~ .(პედალიონი, კომენტარი კართაგენის კრების 121-ე კანონზე).
`ისმინა პირველმამამ, რომ `მიწა ხარ და მიწად მიიქცევი~. და იყო რა იგი უხრწნელი, ხრწნადი გახდა და დაემონა სიკვდილის ბორკილებს. ხოლო რადგან ამ ზომამდე დაცემულმა შვილები დაჰბადა. მისგან, როგორც ხრწნადისგან შობილები ხრწნადი შევიქმენით. ასე გავხდით ადამისეული წყევლის მემკვიდრეები. რამეთუ არანაირად არ დავსჯილვართ იმის გამო, რომ თითქოს მასთან ერთად ვეურჩეთ იმ საღვთო მცნებას, არამედ იმიტომ, რომ მან (ადამმა) მოკვდავქმნილმა, თავის თესლს გადასცა ცოდვა~. (წმ. ანასტასი სინელი, პგ. 89, 796).
,,ყველა ტომში და ყველა ხალხში ადამის შთამომავალთ ამძიმებთ ის, რაც შედეგად მოჰყვა პირველმამისეულ შეცოდებას. კერძოდ: ხრწნილება და სიკვდილი. ამათგან განთავისუფლება ნათლისღებისა და მთელი თავისი ხორციელი განგებულების მიერ მოიტანა ახალმა ადამმა, ქრისტემ”.(იოანე კარმელი)
პირველქმნილ ცოდვასთან დაკავშირებით თანამედროვე ღვთისმეტყველთაგან ყველაზე ავტორიტეტული მოწმობა ეკუთვნის წმ. მამას, დოგმატისტ იუსტინე პოპოვიჩს, რომელიც ასწავლის:
,,ნათლისღების წმინდა წყლით ადამიანი განიწმინდება ყოველგვარი ცოდვისაგან, განახლდება და აღორძინდება სული წმიდის მიერ. თუ ნათელღებული არის ბავშვი, ის განიწმინდება პირველმშობელთა ცოდვისაგან, ხოლო თუ არის მოზრდილი ადამიანი, მას მიეტევება პირადი ცოდვებიც”.
სხვაგან კი წერს წმიდა მამა:
,,პირველშობილი ცოდვა ნიშნავს უარყოფას ადამიანის მიერ მისათვის ღვთისაგან განსაზღვრული ცხოვრების მიზნისა _ ღმერთისადმი მიმსგავსებას ღვთისმსგავსი ადამიანური სულის საფუძველზე, და ამ მიზნის შეცვლას ეშმაკისადმი მიმსგავსებით... პირველშობილი ცოდვა ჩანასახში, მსგავსად თესლისა, შეიცავს ყველა სხვა ცოდვას, მთელს ცოდვისმიერ კანონს საზოგადოდ, მთელს მის არსს, მის მეტაფიზიკას, გენეალოგიას, ონტოლოგიას და ფენომენოლოგიას... ვინაიდან ყველა ადამიანის ადამის ცოდვით გახრწნილი ბუნების მემკვიდრეა, _ ამიტომ ყოველი მათგანი ჩაისახება და იშვება ცოდვაში, რამეთუ ბუნებითი კანონის თანახმად შობილი ერთნაირია მშობელისა; ვნებებით დაზიანებულისგან იშვება ვნებიანი, ცოდვილისაგან _ ცოდვილი... ყრმათათვის ნათლისცემა, რა დროსაც მიმრქმელნი ბავშვების სახელით უარყოფენ სატანას, მოწმობს იმაზე, რომ ბავშვები პირველშობილი ცოდვის ქვეშ იმყოფებიან, რამეთუ შობილნი არიან ცოდვით გახრწნილი ბუნებით, რომელშიც მოქმედებს სატანა... ცოდვისმიერი დაზიანებულობა ადამისაგან გადადის ყველა მის მემკვიდრეზე ჩასახვისა და შობის გზით, ამიტომაც ყველანი ექვემდებარებიან ოდითგანდელ ცოდვილებას... ადამის ყველა მემკვიდრეზე პირველმშობელთა ცოდვის გადასვლით უკლებლივ მათზევე იმავდროულად გადაიტანება ყველა შედეგი, რაც ჩვენს პირველმშობლებს ეწიათ დაცემის შემდგომ: ღვთის ხატების დამახინჯება, გონების დაბინდვა, ნებელობის დაზიანება, გულის ბიწიერ-ქმნა, სნეულებანი, სალმობანი და სიკვდილი. ყველა ადამიანი, არის რა ადამის მემკვიდრე, ადამისაგან მემკვიდრეობით იღებს სულის ღვთისმსგავსებას, მაგრამ ღვთისმსგავსებას დაბნელებულს და ცოდვით დამახინჯებულს... სიკვდილი _ ეს არის ადამის ყველა მემკვიდრის ხვედრი, რამეთუ ისინი იშვებიან ადამისაგან ცოდვაშეყრილნი, და ამიტომ _ მოკვდავნი; როგორც მოწამლული წყაროდან ბუნებრივად მოწამლული ნაკადი გამოედინება, ასევე ცოდვით და სიკვდილით ინფიცირებული მამამთავრისგან ბუნებრივად წარმოიშვება ცოდვით და სიკვდილით დაავადებული შთამომავლობა ადამისა და მისი შთამომავლების სიკვდილი ორმაგია: ხორციელი და სულიერი”.
მაშასადამე, ჩვილი დედის საშოში ჩაისახება დამახინჯებული ღვთისხატებით და პირველშობილი ცოდვით გახრწნილი ბუნებით, რომელშიც მოქმედებს სატანა.
ახლა მოუსმინოთ წმიდა მამათა სწავლებას, უშვალოდ ჩვილი ბავშვების მონათვლის აუცილებლობის შესახებ:
წმიდა ვასილი ახალი ღმრთისმეტყველი სრულიად ნათლად საუბრობს როგორც ერთი დღის შობილის, ისე დედის მუცელში მყოფი ჩანასახის ცოდვით დამძიმებული სულიერი მდგომარეობის შესახებ:
,,თქმული, რომ ღმერთის გარდა არავინაა უცოდველი, თუნდაც ქვეყანაზე მხოლოდ ერთი დღე იცოცხლოს (შდრ. იობ. 14,4), იმათ როდი გულისხმობს, ვინც პიროვნულად სცოდავს; ერთი დღის ჩვილს როგორ შეუძლია შესცოდოს? ამ სწავლებით ჩვენი სარწმუნოების ის საიდუმლო გამოითქმის, რომლის თანახმად ადამიანური ბუნება ჩასახვისთანავე ცოდვილია. ღმერთს ადამიანი ცოდვილი არ შეუქმნია, მან იგი უმანკო და წმინდა შექმნა. მას შემდეგ, რაც პირველქმნილმა ადამმა ამპარტავნების გამო დაკარგა სიწმინდის ეს სამოსი და ხრწნადი და მოკვდავი იქმნა, ადამის თესლისაგან წარმოშობილი ყოველი ადამიანი ჩასახვისა და შობისთანავე პირველმშობელთა ცოდვის თანაზიარია. ვინც ამ გზით იშვა, თუნდაც არანაირი ცოდვა არ ჩაედინოს, უკვე ცოდვილია იმ პირველმშობელთა ცოდვით. ამ მიზეზით მოვიდა სხვა შობა ანუ აღორძინება, რომელიც სული წმიდის მიერ ააღორძინებს ადამიანს წმიდა ნათლისღებით, კვლავ აკავშირებს მას ღმრთაებრივ ბუნებასთან,ისევე, როგორც მაშინ, როდესაც იგი ღმრთის ხელებმა შექმნეს; აღადგენს მის ყველა სულიერ ძალას, განაახლებს მათ და იმ მდგომარეობაში მოიყვანს, რომელშიც იყო პირველქმნილი ადამი შეცოდებამდე. ამგვარად შეჰყავს იგი ღმრთის სასუფეველში, რომელშიც უნათლავს არ შეუძლია შესვლა, განანათლებს უფლის ნათლით და მისეულ სიხარულს აგემებს”.
ანუ, წმიდა მამა ჯერ აღნიშნავს, რომ ადამის თესლისაგან წარმოშობილი ყოველი ადამიანი ჩასახვისა და შობისთანავე პირველმშობელთა ცოდვის თანაზიარია. შემდეგ ამბობს, რომ სხვა შობა, ანუ აღორძინება, სული წმიდის მიერ განაახლებს ადამიანს წმ. ნათლისღებით. ბოლოს კი დასკვნის სახით აღნიშნავს, რომ `ამგვარად შეჰყავს იგი (ანუ ნათლისღებით ცოდვებისაგან განწმენდილი ადამიანი) ღმრთის სასუფეველში, რომელშიც უნათლავს არ შეუძლია შესვლა, (როგორც ახალშობილ, ისევე ჯერ კიდევ დედის მუცელში მყოფობისას გარდაცვლილ ჩვილს), რადგან ადამიანური ბუნება ჩასახვისთანავე ცოდვილია.
წმიდა გრიგოლ ღმრთისმეტყველი, ნათლობის შესახებ თავის ცნობილ მეორმოცე სიტყვაში აღნიშნავს, რომ უნათლავი ყრმები არც განდიდდებიან და არც დაისჯებიან, ანუ _ არ წარწყმდებიან. ,,არცა იდინენ, არცა იტანჯნენ მართლისა მის მსაჯულისაგან”.
წმიდა მამის სიტყვებს თუკი კონტექსტიდან ამოგლეჯით მოვიტანთ, მაშინ შესაძლოა არასწორი შთაბეჭდილება შეიქმნას: უნათლავი ყრმები არც განდიდდებიან და არც დაისჯებიან, ანუ თითქოს_ არ წარწყმდებიან, მაგრამ როდესაც ციტატას უფრო სრულად განვიხილავთ_ აღმოჩნდება, რომ წმ. მამა საერთოდ სხვა თემაზე საუბრობს, და არა _ უნათლავი ყრმების წარუწყმედელობაზე; მოვიყვანთ ჩვენთვის საინტერესო მონაკვეთის ღირსი ექვთიმე ათონელისეულ (X-XI სს.) თარგმანს. ასევე შედარებისათვის მოვიყვანთ გრიგოლ ღმრთისმეტყველის აღნიშნული სწავლების რუსულენოვან ტექსტს.
წმიდა მამა ბრძანებს:
`მსგავს არს სიტყუაÁ შენი ზღაპარსა, უკუეთუ ნათელღებულად შერაცხილ არს წინაშე ღმრთისა უნათლავი იგი კაცთმოყვარებისათვის მისისა, ანუ თუ სასუფეველისა ღირს იქმნების, რომელსა სწადოდა იგი თვინიერ საქმეთა სასუფეველისათა.”
,,Ты говоришь похожее на загадку, если у Бога, по человеколюбию Его, непросвещенный есть то же, что просвещенный, или с вошедшим в Царствие Не¬бесное равен тот, кто желает только получить оное, хотя и не творит дел Царствия.”
ანუ, წმიდა გრიგოლ ღმრთისმეტყველი წერს, რომ: ,,შენი სიტყვა ზღაპარს ჰგავს, თუ ფიქრობ, რომ ღმრთისათვის მისი კაცთმოყვარების გამო მონათლულად ითვლება ის მოუნათლავი ადამიანი, რომელსაც ჰქონდა მხოლოდ სურვილი ნათლისღებიოსა, მაგრამ სინამდვილეში არ მონათლულა”.

,, ნიჭისა მის, რომელნიმე სრულიად იყვნეს უცხო ღმრთისა და ცხოვრებისა, ყოვლისავე არამედ მე ვითარცა მაქუს, ამისათვის ვთქუა იგი მინდობით: მიმღებელნი იგი ბოროტისა მოქმედებაÁ წარევლო და ისრაფდეს, რაÁთამცა ბოროტ და უკეთურ იყვნეს. ხოლო რომელნიმე ნახევარსა ზედა იყვნეს და საშუალო სათნოებისა და უკეთურებისა იყოფოდეს, რომელთა-იგი ბოროტი ქმნეს, ხოლო საქმესა მას არა სუროდა, ვითარცა-იგი, რომელნი ხურვენ და თავქედსა შინა არიან თვისისა უძლურებისაგან, არამედ მათ არა სურის მისა.”
,, Но осмелюсь сказать осем, что думаю; полагаю, что согласятся со мной и другие, имеющие ум. Из приявших дар одни были совершенно далеки от Бога и спасения, вдавались во все роды порока и старались быть порочными. Другие были как бы вполовину худы и держались середины между добродетелью и пороком: они, хотя делали зло, однако же не одобряли сделанного, как больные го¬рячкой не хвалят своей болезни”.
,,მე როგორც ვფიქრობ, იმასვე ვიტყვი, _ აგრძელებს წმიდა მამა, _ იმათგან, ვინც მიიღეს ნათლისღება, ანუ მოინათლენ, ერთნი საერთოდ შორს იყვნენ ღმრთისაგან, უკეთური ცხოვრების წესით ცხოვრობდნენ და, თავიანთ ბოროტ საქმეში ყოველგვარ მოშურნეობას ავლენდნენ.
ხოლო მეორენი, რომელთაც მიიღეს ნათლობა, სანამ მოინათლებოდნენ, ნახევრად ბოროტები იყვნენ და ნახევრად _ კეთილები. ბოროტებას ჩადიოდნენ თავიანთი უძლურების გამო, ხოლო თავად არ სურდათ მისი ჩადენა”.
,,ხოლო რომელნიმე უწინარეს სისრულისაცა საქებელ იყვნეს, რომელნიმე ბუნებით და რომელნიმე მოსწრაფებით განსწმენდდეს თავთა მათთა უწინარეს ნათლისღებისა და შემდგომად სისრულისა იქმნეს უდიდეს და უმტკიცეს და პირველად იღუაწეს, რაÁთამცა პოვეს კეთილი იგი, ხოლო მეორედ, რაÁთა დაიმარხონ პოვნილი იგი.”
,,Иные же и до совер¬шения были достойны похвалы, или от природы, или потому что собственным тщанием предочищали себя к крещению. А по совершении оказались еще лучши¬ми и осторожнейшими: предочищали себя, чтобы по¬лучить благо, и соблюдали большую осторожность, чтобы сохранить оное.”
,,ხოლო მესამენი იმათგან, ვინც მოინათლნენ, ნათლობამდეც საქებარნი იყვნენ, ერთნი ბუნებით სიკეთეს ავლენდნენ, ხოლო სხვანი შრომით განიწმენდნენ თავიანთ სულებს ნათლობის მიღებამდე და როდესაც ნათლისღების გზით მიაღწიეს სისრულეს, შეიქმნენ უფრე ძლიერნი და მტკიცენი სიკეთის სამსახურში. ასეთი ადამიანები ნათლობამდე იღწვოდნენ, რათა ნათლობის ემბაზში განბანის ღირსნი გამხდარიყვნენ, ხოლო მონათვლის შემდეგ შრომობდნენ, რათა შეენარჩუნებინათ ნათლობით მიღებული მადლი”.
,,ამათ შორის უმჯობეს სრულიად უკეთურთასა არიან იგინი, რომელთა მცირედ რაÁმე დაეკლოს ბოროტისაგან. და კუალად უმჯობეს მათსა არიან მოსწრაფენი იგი და წინაÁთვე განმზადებულნი ნათლისღებისა მიმართ, რამეთუ აქუს მათ უმეტესი ნაყოფი. რამეთუ არა თუ ვითარცა-იგი ცოდვათა ახოცაÁ აქუს ნათლისღებასა, ეგრეთვე სათნოებაცა უჩინო-ყოფაÁ ფა კუალად მათსაცა უზეშთაეს არიან, რომელნი მუშაკობასა მას მადლისასა აღასრულებდენ და უმეტესად განაშუენებდენ თავთა მათთა.”

,,Из всех лучше совершенно худых те, которые отстали несколько от порока, а лучше несколько отставших — более ревностные и предвозделавшие себя к крещению, потому что имеют некоторое преимущество: именно, деятельность. А кре¬щение, изглаждая грехи, не уничтожает заслуг. Но лучше всех исчисленных те, которые возделывают и самую благодать, и образуют себя до возможно боль¬шей лепоты”.
,,ჩამოთვლილი სამი კატეგორიის ადამიანებს შორის, პირველი კატეგორიის ადამიანებს, რომლებიც ნათლისღებამდე სრულიად ბოროტებაში იმყოფებოდნენ, სჯობიან მეორე კატეგორიის ადამიანები, რომლებიც ნახევრად ბოროტების და ნახევრად სიკეთის გზას ადგნენ, ხოლო მეორე კატეგორიის ადამიანებს სჯობიან მესამე კატეგორიის ადამიანები, რომლებიც სიკეთეს აკეთებდნენ ნათლობამდე, რომელთაც მეტი მადლი მოიხვეჭეს. ხოლო ნათლობის წყალი, წარხოცავს რა ცოდვებს, არ აუჩინარებს და ადამიანს უნარჩუნებს თავის კეთილი საქმეებით მოხვეჭილ სიკეთეს”.
,,და ეგრეთვე კუალად რომელნი გამოეხურენ ნათლისღებისაგან და სინანულისა, რომელნიმე არიან სრულიად პირუტყუებრ, გინა თუ მხეცებრივ, რომელთა სხუათა მათ ბოროტთა თანა არცა თუ თვით მადლი პატიოსნად აქუს, არამედ ჭეშმარიტად მადლი, რომელი უკუეთუ მიეცეს, დაადგრების, ხოლო უკუეთუ არა მიეცეს, შეურაცხ არს.”
,,Равным образом между не приемлющи¬ми крещение одни совершенно подобны скотам или зверям - по своему неразумению или злонравию. Сверх прочих зол в них есть и то, что они, как думаю, но очень уважают и дар крещения; но действительно как дар, если дан им, любят, и если не дан, презирают”.
,,და ასევე იმათგან, რომლებიც დააკლდნენ ნათლისღებას და სინანულს, ანუ საერთოდ არ მონათლულან, პირველნი არიან სრულიად პირუტყვებს მიმსგავსებულნი და სხვა ყველა სიბოროტესთან ერთად, საერთოდ არ სცემენ პატივს ნათლობას”, - წერს წმიდა გრიგოლ ღმრთისმეტყველი.
,,ხოლო სხუათა კუალად უწყიან, და პატივს-სცემენ მადლსა მას, არამედ ადროებენ მიღებასა მისსა, რომელნიმე უდებებისათვის, რომელნიმე ვერცა შემძლებელ არიან მიღებად მისა ანუ სიჩჩოსაგან, ანუ სხვისა რაÁსმე უნებლიეთისა საქმისა, რომლისათვის დაღაცათუ ენებოს, ვერ ძალუც მიღებად მადლისა მის.”
,, Другие, хотя и чтут дар, но медлят принять оный, то по нерадению, то по невоздержанности. Иные даже не имеют возможности и принять дар или,может выть,по малолетству, или по какому-то совершенно не зависящему от них стечению обстоятельств, из-за коих не сподобляются благодати, хотя бы сами того и желали” .
,,ხოლო მეორენი, რომლებიც მოაკლდნენ ნათლისღების მადლს, იციან ნათლობის სიკეთე და პატივს სცემენ მისგან მომდინარე მადლს, მაგრამ არ ჩქარობდნენ მის მიღებას, ანუ არ ინათლებოდნენ და ნათლობას შემდეგი დროისათვის გადადებდნენ, ამას უგუნურობით აკეთებდნენ და ამის გამო საერთოდ მოუნათლავნი დარჩნენ. ხოლო მესამენი, რომელთაც არ შეეძლოთ მადლის მიღება ჩვილობის და უასაკობის გამო, ან რაიმე უეცარი შემთხვევის გამო, რომელთაც შეიძლება უნდოდათ კიდეც მონათლულიყვნენ, მაგრამ ვერ მოინათლნენ თავისდა უნებლიედ”.

,,ვითარცა უკუე პირველთა მათ თანა ფრიადი განყოფილებაÁ ვპოვეთ, ეგრეთვე ამათ თანაცა. რამეთუ რომელნი-იგი ფრიად შეურაცხისმყოფელ არიან მადლისა მის, იგინი უძვირეს არიან მათსა, რომელნი უდებებისათვის, განა უძღებებისა არა მიიღებენ მადლსა მას. და კუალად ესენი უძვირეს არიან მათსა, რომელნი-იგი უმეცრებისათვის ანუ მძლავრობისა გამოეხუებიან მადლსა მას, რამეთუ მძლავრობაÁ სხუაÁ არარაÁ არს, არამედ უნებლიეთი ცოდვაÁ.”
,,И, как между первыми нашли мы большое различие, так находим и между последними. Совер¬шенные презрители хуже невоздержанных и неради¬вых, а последние хуже тех, которые по неведению или по принуждению лишаются дара, ибо сделанное по принуждению есть не иное что, как невольное прегре¬шение.”
,,როგორც თავდაპირველად ჩამოთვლილი სამი კატეგორიის ადამიანებს შორის დიდი განსხვავება იყო, ანუ იმ ადამიანებს შორის, რომლებიც მოინათლნენ, ასევე მეორედ ჩამოთვლილ მოუნათლავად დარჩენილ სამი კატეგორიის ადამიანებს შორის არის სხვაობა. რადგან, რომლებიც დიდად შეურაცხყოფენ ნათლისღების მადლს, ესენი უფრო ბოროტნი და უარესნი არიან იმათზე, რომლებსაც უნდოდათ ნათლობა და აყოვნებდნენ მის მიღებას და თავიანთი უგუნურობის და გაუმძღრობის გამო, სრულიად მოაკლდნენ მას; და ეს მეორე კატეგორიის ადამიანები უფრო ცუდები არიან იმათზე, რომლებიც უმეცრების გამო, ან თავიანთი უასაკობის, ან სხვა რაიმე ძალადობის გამო, რომელიც მათდა უნებურად მოხდა, დააკლდნენ ნათლობის ემბაზს, რადგან მძლავრობა არის უნებლიე ცოდვა”, _ აღნიშნავს წმ. გრიგოლ ღმრთისმეტყველი.
,,და მე ესრეთ ვიტყვი, ვითარმედ პირველთა საშჯელი მოეხადოს, ვითარცა-იგი სხუათა მათ ცოდვათა მათთათვის, ეგრეთვე უგულებელსყოფისათვის მადლისა მის საღმრთოÁსა. ხოლო მეორეთა მათ მოეხადოს საშჯელი, არამედ უსუბუქესად, რამეთუ არა უკეთურებითა, არამედ უფროÁსად უგულისხმოებითა გამოხუებაÁ იგი მადლისა მისგან წაეკიდა. ხოლო მესამენი იგი არცა იდიდნენ, არცა იტანჯნენ მართლისა მის მსაჯულისაგან, ვითარცა დაუბეჭდავნი, არამედ არა უკეთურნი და რამეთუ არა თუ თვით ქმნეს, არამედ მძლავრებით მოიწია უფროიÁსად მათ ზედა დაჭირვებაÁ იგი, რამეთუ არა თუ ყოველი, რომელიცა სატანჯველსა არა ღირს არს, იგი პატივსა ღირს, ვითარცა-იგი არცა თუ რომელი პატივსა არა ღირს არს, იგი სატანჯველსა მებრ ღირს არს.”
,, И думаю, что одни потерпят наказание как за другие пороки, так и за презрение крещения. Другие же, хотя потерпят наказание, но меньшее, потому что не столько по злонравию, сколько по неведению не получили крещения. А последние не будут у правед¬ного Судии ни прославлены, ни наказаны, потому что, хотя не запечатлены, однако же и не худы, и больше сами потерпели, нежели сделали вреда. Ибо не всякий, недостойный наказания, достоин уже и чести, равно как не всякий недостойный чести досто¬ин уже наказания”.
გრიგოლ ღმრთისმეტყველის სიტყვებით, მოუნათლავად დარჩენილ ადამიენაბს შორის, პირველნი დაისჯებიან, როგორც სხვა დანარჩენი ცოდვების ჩადენისათვის, ასევე იმისათვის, რომ არ სცემდნენ პატივს ნათლობას და არ მოინათლნენ. მეორენიც დაისჯებიან იმის გამო, რომ არ მოინათლნენ, მაგრამ უფრო მსუბუქად, ვიდრე პირველნი, რადგან პატივს სცემდნენ ნათლოაბს, მაგრამ თავიანთი უდებების და გაუმაძღრობის გამო დარჩნენ მოუნათლავნი. ანუ ეს მეორე კატეგორიის ადამიანებიც, სხვა ჩადენილ ცოდვებთან ერთად, დაისჯებიან ასევე უნათლაობის ცოდვის გამო, მაგრამ ეს სასჯელი მათთვის იქნება უფრო მსუბუქი, ვიდრე პირველი კატეგორიის ადამიანებისთვის. ხოლო მესამენი, რომლებიც თავიანთი უასაკობის ან თავისდა უნებურად, სხვისი მძლავრების გამო ვერ მოინათლნენ არც განდიდდებიან, მაგრამ არც დაისჯებიან უნათლაობის ცოდვის გამო, რადგან ისინი მოუნათლავნი დარჩნენ თავისდა უნებურად. ანუ მათ არ მოეკითხებათ მართლმსაჯული ღმრთისაგან უნათლაობის ცოდვა, მაგრამ არც განდიდდებიან, რადგან მათ ამძიმებთ პირველქმნილი ადამისეული ცოდვა, რომელიც წარიხოცება ნათლობის ემბაზში.
,,და ამასცა ვიტყვი: უკუეთუ რომელსა მოეგონოს კაცის კვლაÁ, შჯი მას, ვითარცა კაცისმკვლელსა, თვინიერ კაცოს-კლვისა, იყავნ ნათელღებულ შენდა იგიცა, რომელსა ენებოს ნათლისღებაÁ თვინიერ ნათლისღებისა. ხოლო უკუეთუ ესე არა ესრეთ არს, იგი ვითარ იყოს ესრეთ? და კუალად ესეცა გულისხმა-ყავ, უკუეთუ კმა არს შენდა სურვილი ნათლისღებისა და სინანულისაÁ ნათლისღებად და სინანულად და ამისთვის ეძიებ დიდებასა, კმა-იყავნ შენდა დიდებად გულისთქუმაÁ იგი დიდებისაÁ და რაÁ გევნების არა პოვნაÁ მისი, ვინათგან გაქუს სურვილი მისი.~
,,Рассмотрю и следующее. Если ты признаешь убийством одно намерение убить, без со- нершения убийства, то почитай крещеным желавшего креститься, но не крестившегося действительно. Если же не признаешь первого, то почему признать послед¬него? Не вижу причины. Но, когда хочешь, рассудим и так. Если достаточно желания вместо силы креще¬ния и за одно желание присуждаешь себе славу, то и иместо славы удовольствуйся одним желанием. И ка¬кой для тебя вред не сподобиться оной, когда имеешь желание?”
აწ გარდაცვლილი ბ. გიორგი გაბაშვილი, რომელიც კარგად იცნობდა წმიდა გრიგოლ ღმრთისმეტყველის მოყვანილ სწავლებას, ამ საკითხთან დაკავშირებით წერს შემდეგს, რაშიც ჩვენ სრულიად ვეთანხმებით:
,,ციტირებული მონაკვეთი ნათელ-ყოფს, რომ წმ. მამა საუბრობს უნათლაობის ცოდვის კონკრეტულად დასჯადობის ხარისხზე, და არა _ იმავე საკითხის უფრო ფართო, სოტერიოლოგიურ ასპექტზე _ ამრიგად: უნათლაობა, გარდა მისგან გამომავალი ყველა სოტერიოლოგიური შედეგისა, ამასთანავე, გახლავთ ცოდვა, რაც ღმერთის ერთ-ერთი თვისების _ მართლმსაჯულებიდან გამომდინარე გარკვეულ სასჯელს ექვემდებარება; არსებობენ სამი კატეგორიის უნათლავნი:
I. `რომელნიმე არიან სრულიად პირუტყუებრ, გინა თუ მხეცებრივ, რომელთა სხუათა თანა არცა თუ თვით მადლყ პატიოსნად აქუს, არამედ ჭეშმარიტად მადლყ, რომელი უკუეთუ მიეცეს, დაადგრების, ხოლო უკუეთუ არა მიეცეს, შეურაცხ არს~;
II. `სხუათა კუალად უწყიან, და პატივს-სცემენ მადლსა მას, არამედ ადროებენ მიღებასა მისსა, რომელნიმე უდებებისათვის, რომელნიმე უძღებებისათვის~;

III. `რომელნიმე ვერცა შემძლებელ არიან მიღებად მისა ანუ სიჩჩო-საგან, ანუ სხვისა რაÁსმე უნებლიეისა საქმისა, რომლისათვის დაღაცათუ ენებოს, ვერ ძალ-უც მიღებად მადლისა მის~.
აი, ეს სამი კატეგორია სხვადასხვაგვარად განიკითხება უნათლაობის ცოდვისათვის:
I. `პირველთა საშჯელი მოეხადოს, ვითარცა-იგი სხუათა მათ ცოდვათა მათთათვის, ეგრეთვე უგულებელსყოფისათვის მადლისა მის საღმრთოÁსა~;
II. `მეორეთა მათ მოეხადოს საშჯელი, არამედ უსუბუქესად, რამეთუ არა უკეთურებითა, არამედ უფროÁსად უგულისხმოებითა გამოხუებაÁ იგი მადლისა მისგან წაეკიდა~;
III. `მესამენი იგი არცა იდიდნენ, არცა იტანჯნენ მართლისა მის მსაჯულისაგან, ვითარცა დაუბეჭდავნი, არამედ არა უკეთურნი. და რამეთუ არა თუ თვით ქმნეს, არამედ მძლავრებით მოიწია უფროÁსად მათ ზედა დაჭირვებაÁ იგი. რამეთუ არა თუ ყოველი, რომელიცა სატანჯველსა არა ღირს არს, იგი პატივსა ღირს არს, ვითარცა-იგი არცა თუ რომელი პატივსა არა ღირს არს, იგი სატანჯველისამებრ ღირს არს.
მაშასადამე, III კატეგორია, ანუ _ უნათლავი ყრმები და ისინი, ვისაც ბრალი არ მიუძღვის საკუთარ უნათლაობაში, არა უასაკობის, არამედ სხვა მიზეზის გამო, _ არ დაისჯებიან უნათლაობის ცოდვისათვის, თუმცა ეს როდი მოასწავებს, თითქოსდა აღნიშნული პირები გათავისუფლდებიან პირველშობილი ცოდვისაგან, ან პირადი ცოდვებისაგან, და ცხოვნდებიან; მართლაც, წმ. მამა უნათლავი ყრმების არწაწყმედაზე რომ საუბრობდეს, და არა _ უნათლაობის ცოდვის დასჯადობის ხარისხზე, მაშინ მისი სიტყვებიდან გამოვა, რომ თავის უნათლაობაში პირადად არაბრალეული ზრდასრული ადამიანიც არ წარწყმდება, რაც უკვე შეუნიღბავი მწვალებლობაა; წმ. გრიგოლ ღმრთისმეტყველის თანამედროვე ზრდასრული აცტეკები და ინკები თავიანთ უნათლაობაში ისეთივე უდანასაულონი არიან, როგორც, ვთქვათ, მკვდრადშობილი ნაყოფი, მაგრამ ეს ხომ არ განმოსავს მათ პირველქმნილი ცოდვისაგან, რომელსაც თვით ძველი აღთქმის წმიდანნიც ჯოჯოხეთად შთაჰყავდა?! ამდენად, გამოთქმა: `არცა იდიდნენ, არცა იტანჯნენ მართლისა მის მსაჯულისაგან~ ნიშნავს, რომ საკუთარ უნათლაობაში არაბრალეულნი, სულერთია, ყრმები იქნებიან ისინი, თუ ზრდასრულნი, _ ნათელუღებლობის ცოდვისათვის არ დაიტანჯებიან, თუმცა, არც განდიდდებიან მსგავსად მართლებისა, რამეთუ მათგან, ვინც სასჯელს არ იმსახურებს, ყოველი დიდების ღირსი როდია!..”
ისმება კითხვა: თუ ასწავლის წმ. გრიგოლ ღმრთისმეტყველი უშუალოდ განსახილველ საკითხზე, სახელდობრ _ უნათლავად აღსრულებული ყრმების საიქიო ხვედრის თაობაზე?
პასუხი: ასწავლის ჭეშმარიტად მართლმადიდებლურად, ანუ ისე, როგორც ამას იქმს უცდომელი მსოფლიო ეკლესია; მოგვაქვს ციტატა `ნათლისღების შესახებ~ წმ. მამის იმავე მე-40 სიტყვიდან:
`რომელნიმე იტყვიან კუალად, ვითარმედ იყავნ ესე ყოველი მეძიებელთა მათთვის ნათლისღებისათა. რაÁსთქუა უკუე ჩჩვილთათვის, რომელნი ჯერეთ ვერცა მადლსა, ვერცა ვნებასა სცნობენ? ანუ მათცა ნათელ-ვსცეთა? _ და ფრიადცა კეთილად ნათელ-ვსცეთ, უკუეთუ რაÁმე ჭირი წინამდებარე იყოს და გუასწრაფობდეს, რამეთუ უმჯობეს არს უმეცრად განწმედაÁ, ვიდრეღა წარსლვაÁ უბეჭდავად და განუწმედელად. სახე ამისა მერვისა დღისა წინდაცუეთაÁ, რომელი იყო იგავი ბეჭდისაÁ ამის და ჯერეთ უმეცართა მიეცემოდა და კუალად ცხებაÁ იგი წყირთლთაÁ, რომელი უცნობელთა მიერ ჰფარვიდა პირმშოთა მათ~.
ანუ ვინმემ შეიძლება თქვას, რომ ნათლისღება მიეცემა მას, ვინც მას ეძიებს. ხოლო როგორ მოვიქცეთ ჩვილებთან მიმართებით, რომლებმაც არც მადლისა და არც ვნების შესახებ არაფერი იციან, ისინიც მოვნათლოთ? დიახ, აუცილებლად უნდა მოვნათლოთ და დიდი მოსწრაფებით, თუ რაიმე საფრთხე ექმნებოდეს მათ სიცოცხლეს და ეს გარემოება გვაჩქარებდეს მათ მონათვლას, რადგან სჯობია გაუთვითცნობიერებლად განწმენდა, ვიდრე დაუბეჭვდელის, ანუ მოუნათლავის, გარდაცვალება _ აღნიშნავს წმ. გრიგოლი ღვთისმეტყველი. ამის მაგალითი არის მერვე დღეს წინადაცვეთა, რომელიც იყო წინასახე ნათლობისა და ასევე სახლის წირთხლებზე სისხლის ცხება, რომელიც თვით გაუთვითცნობიერებელ ყრმებსაც იფარავდა სიკვდილისაგან.
ის, თუ რამდებად უდანაშაულონი არიან რიგი ადამიანები, მადლის მიუღებლობაში განვიხილოთ წმიდა მამათა სწავლების შუქზე:
`საქმე მოციქულთა~-ში ვკითხულობთ: პავლე და ტიმოთე: `მო-რაÁ-ვიდეს მისუნდს, აზმნობდეს წარსვლად ბითვინიად და არა უტევა მათ, სულმა უფლისამან~. ანუ პავლეს და ტიმოთეს უნდოდათ ღმრთის სიტყვის საქადაგებლად წასულიყვნენ ბითვინიაში, მაგრამ სული წმიდამ შეაჩერა ისინი. წმიდა იოანე ოქროპირი სამოციქულოს ამ ადგილის განმარტებისას აღნიშნავს: `მისონი არს სოფელი გალატიისაÁ, ხოლო ბითვინიაÁ _ ქვეყანაÁ პონტოÁსაÁ. ამათ ბითვინიელთა და ასიელთა სიტყვად დააყენა მოციქულნი სულმან წმიდამან, რამეთუ წინაÁსწარ უწყოდა, ვითარმედ ამათ ადგილთა შინა მიიღებს ფლობასა წვალებაÁ მბრძოლთა სულისა წმიდისათაÁ~ (საქ. 16, 7). ანუ სული წმიდამ იცოდა, რომ პავლეს და ტიმოთეს ქადაგებას არ მიიღებდნენ ბითვინიაში მცხოვრები ადამიანები და იქ სული წმინდის წინააღმდეგ მებრძოლი მწვალებლური სწავლება გავრცელდებოდა. ამიტომ დარჩნენ ბითვინიელები საღმრთო სწავლების გარეშე.
ამ საკითხთან პარალელის გასავლებად შეიძლება გავიხსენოთ აგრეთვე ნოეს დროს განვითარებული მოვლენები. როგორც წმიდა წერილი გვაუწყებს, ღმერთმა ნოეს დროს მცხოვრებ ადამიანებს გამოსწორებისთვის მისცა ას ოცი წელი `და თქვა უფალმან ღმერთმან: არა დაადგრეს სული ჩემი კაცთა ამათ შორის უკუნისამდე ყოფისათვის მათისა ხორც, ხოლო იყვნეს ასოც წელ~. (დაბ. 6, 3) მაგრამ შემდეგ წარღვნა მოხდა 100 წელიწადში. იოანე ოქროპირი წმიდა წერილის ამ ადგილის განმარტებისას აღნიშნავს, რომ: ,,ღმერთი როდესაც ხედავდა ნოეს თანამედროვე ადამიანები იმის მაგივრად, რომ შეენანათ თავიანთი ცხოვრების არასწორი წესი და გამოსწორებულიყვნენ, ამის საწინააღმდეგოდ ასი წლის განმავლობაში სულ უფრო უარესები ხდებოდნენ და მათთვის კიდევ 20 წელი რომ ედროვებინა, ისინი თავიანთ საზიანოდ კიდევ მეტად დაექვემდებარებოდნენ ცოდვას და სასჯელს. ამიტომ ღმერთმა 120 წლის ნაცვლად 100 წელიწადში მოაწია მათ თავზე წარღვნა და, როგორც იოანე ოქროპირი განმარტავს, ეს იყო ღმერთის ამ ადამიანებისადმი დიდი სიყვარულის გამოვლინება, რათა ისინი, თავიანთი უკეთურების გამო, კიდევ მეტად არ დასჯილიყვნენ”.
ასევე ღმერთის ყოვლისმცოდნეობის და ადამიანების სულიერი გადარჩენისათვის ზრუნვის თვალსაჩინო მაგალითს წარმოადგენს დეკაბრისტ კონრად რილეევის დედის სიზმრისეული ხილვა:
~ჩემი ძვირფასი ბიჭი სამიოდ წლისა იყო, უიმედოდ რომ დაავადდა _ არ ვიცი დიფტერიით, თუ ყივანახველით, _ ექიმებმა არ მითხრეს... `დილამდე ვერ გაატანსო~ _ აუწყეს მოტირალ ძიძას. მე კი სასოწარკვეთილს ამის თქმასაც ვერ მიბედავდნენ, მაგრამ თავადაც მესმოდა, რომ საბრალო განწირული იყო... მაშინ დავემხე კანდელის შუქით განათებულ მაცხოვრისა და ღვთისმშობლის ხატების წინ და მხურვალედ ვილოცე ჩემი პატარის ჯანმრთელობისათვის. იმგვარი გულისყურით შემდგომში აღარასოდეს მილოცია. ღვთისადმი აღვლენილ სიტყვებში მაშინ სულსა ვდებდი... ძილი მომერია. ძლივს წამოვდექი, ის იყო ბავშვის საწოლთან ჩამოვჯექი, რომ მაშინვე ჩამთვლიმა. დღემდე ვერ ამიხსნია, სიზმარი იყო თუ ცხადი, ის ხმა რომ ჩამესმა... გარკვევით მესმოდა ვიღაც უცნობის სასიამოვნო, ტკბილმოუბარი ხმა, რომელიც მეუბნებოდა: `გონს მოდი, ნუ ევედრები უფალს ვაჟის გამოჯანმრთელებას... იგი ყოვლისმცოდნეა და იცის, თუ რისთვისა აწ ბავშვის მიცვალება საჭირო. სახიერებითა და მოწყალებითა თვისითა სურს მომავალში თქვენზე მოსაწევნელ სატანჯველს აგარიდოთ. მე რომ გიჩვენო, თუ რა სატანჯველი გელით მომავალში, ნუთუ მაშინაც ითხოვ შვილის გამობრუნებას?~ _ დიახ... დიახ... ვითხოვ... ყველაფერს მივცემ, ყოველგვარ ტანჯვას თავად ვიტვირთავ, ოღონდ ჩემმა შვილმა იცოცხლოს~ _ ვევედრებოდი იმ მხარეს მიქცეული, საიდანაც ხმა მესმოდა და ამაოდ ვცდილობდი გამერჩია, თუ ვისი ხმა იყო. `კეთილი, მაშ გამომყევი~ _ დავმორჩილდი იმ უცხო ხმას, გავყევი და არ ვუწყოდი საით მივდიოდი. წინ მხოლოდ ოთახების წყებას ვხედავდი. პირველი ოთახი, მთელი მოწყობით, ის იყო, სადაც ამჟამად ჩემი მომაკვდავი ბავშვი იწვა. მაგრამ იგი უკვე მომაკვდავი აღარ იყო; აღარც სიკვდილისწინა ხიხინი ისმოდა მისი, არამედ მშვიდად და ტკბილად ეძინა; ღაწვები შეფაკლოდა და ძილში იღიმებოდა... მთლად ჯანმრთელი იყო ჩემი პატარა. მის საწოლთან მისვლა დავაპირე, მაგრამ ხმა უკვე სხვა ოთახისკენ მომიწოდებდა: იმ ოთახში ძლიერი, ჯანსაღი, ცელქი ბიჭი იყო; ჩემი შვილი უკვე სწავლას შედგომოდა _ მაგიდაზე წიგნები და რვეულები გაეშალა... შემდეგ თანდათან ვხედავდი ჩემს ბიჭს ჭაბუკს, მოზრდილს, სამსახურში... და, აი, უკვე ბოლო ოთახიც: იქ ჩემთვის სრულიად უცხო პირები ისხდნენ; გაცხოველებით ბჭობდნენ, კამათობდნენ, ხმაურობდნენ. ჩემი ვაჟი აშკარად აღელვებული ესაუბრებოდა მათ რაღაცაზე... მაგრამ აქ კვლავ გავიგე ის ხმა, რომელიც ამჯერად უფრო მკაცრი და მკვეთრი იყო: `იცოდე, დაფიქრდი, უგუნურო! როცა შენ იმას დაინახავ, რაც ამ ფარდის მიღმა იფარება, უკვე გვიან იქნება! სჯობს დამორჩილდე, ნუ ითხოვ ბავშვის სიცოცხლეს, რომელიც ჯერ კიდევ ანგელოზია და არ იცნობს ცხოვრების ბოროტებას...~ მაგრამ მე ავყვირდი: `არა, არა, მინდა, რომ იცოცხლოს ჩემმა შვილმა!~ სუნთქვაშეკრულმა მივაშურე ფარდას, რომელიც ნელა აიწია და ვიხილე... სახრჩობელა!
ხმამაღლა ვიყვირე და გამეღვიძა. პირველივე მოძრაობით ბავშვისაკენ დავიხარე და როგორ გამოვთქვა ის ჩემი გაოცება: ბავშვს მშვიდად და ტკბილად ეძინა, სახეზე ვარდისფერი ედო; როცა გაიღვიძა, ხელი გამომიწოდა და `დედაო~ მიხმო _ ყველაფერი ზუსტად ისე იყო, როგორც იმ სიზმარში, პირველ ოთახში...
დრო გადიოდა და ჩემი სიზმრისეული ხილვა ზედმიწევნით სრულდებოდა: მისი სიყმაწვილეც, და ბოლოს _ საიდუმლო თავყრილობებიც... როდესაც ჩემი ვაჟი ამა თუ იმ თავის მეგობარს მაცნობდა, მაშინვე ვცნობდი მათში იმ პირებს, რომლებიც ბოლოს წინა ოთახში ვიხილე... მეტს ვეღარ გავაგრძელებ... თქვენ გამიგებთ... ეს არის სიკვდილი, სახრჩობელა...~
ამ სამი მაგალითიდან ნათლად ჩანს, რომ ღმერთი ზრუნავს თავის ქმნილებაზე და ყველანაირად ცდილობს მათთვის სიკეთის ქმნას, მაგრამ, როდესაც ადამიანი, თავისი უგუნურების გამო, ამ სიკეთეს ბოროტებით პასუხობს, მაშინ უფალი ისე აწყობს ვითარებას, რომ ცოდვილი ადამიანი რაც შეიძლება ნაკლებად დაისაჯოს თავისი უგუნურებისა და უკეთურების გამო. აქედან შეიძლება დავასკვნათ, რომ წმ. გრიგოლ ღვთისმეტყველის ეპოქაში მცხოვრები მოხსენებული აცტეკები და ინკები იმიტომ არ იყვნენ განათლულნი ღმრთის სიტყვის ქადაგებით და ნათლისღებით, რომ ისინი მაინც არ მიიღებდნენ მას და ამის გამო უფრო დიდ სასჯელს მოიხვეჭდნენ. ასე რომ, ისინი, ერთის მხრივ, თავიანთ უნათლაობაში უდანაშაულონი არიან იმის გამო, რომ მათთვის არც არავის უთქვამს მონათლულიყვნენ, მეორეს მხრივ კი, მათ, სავარაუდოდ, იმიტომ არ ექადაგათ, რომ ისინი არ იყვნენ მზად ღმრთის სიტყვის მისაღებად და, პავლე მოციქულის თანამედროვე ბითვინიელების მსგავსად, შეიძლებოდა ღმრთის გმობაში ჩავარდნილიყვნენ. ამიტომ მათ ღმერთი არიდებდა კიდევ უფრო დიდ სასჯელს. ღმერთი ყოველ ასეთ გარემოებას წინასწარ ჭვრეტს და ისე აწყობს ყოველივეს, როგორც უფრო უკეთესია ადამიანის სულისათვის. ეს ჩვენი მხოლოდ ვარაუდია, ხოლო სრულყოფილად ის, თუ რა, როგორ და რის გამო ხდება, მხოლოდ უფალმა უწყის. ამიტომ ჩვენ ვსარგებლობთ და ვმსჯელობთ იმ გარემოებების მიხედვით, რაც ღმრთისაგან განცხადდა და ამათგან ზოგი დაბეჯითებით ვიცით. მაგალითად ის, რომ უნათლავად ვერავინ ვერ ცხონდება, რადგან უფალი ხაზგასმით აღნიშნავს სახარებაში ნიკოდემოსათან საუბრის დროს: `ამინ, ამინ გეტყვი შენ: უკეთუ ვინმე არა იშვეს წყისაგან და სულისა, ვერ ხელეწიფების შესვლად სასუფეველსა ღმრთისასა (იოან. 3, 5)~. ხოლო ის, თუ რატომ მოწყდა დედის მუცელში ჩვილი და ის, თუ რატომ გარდაიცვალა ახალშობილი მოუნათლავად, ამის შესახებ შეიძლება გამოვთქვათ მხოლოდ ვარაუდი, დაზუსტებით კი ამის შესახებ, როგორც უკვე აღვნიშნეთ, მხოლოდ ღმრთისთვისაა ცნობილი, თავისი ყოვლისმცოდნეობის თვისებიდან გამომდინარე.

`ეკლესიის ძველი მასწავლებლები ცდილობდნენ შეძლებისდაგვარად გადაეწყვიტათ ღმერთის ყოვლისმცოდნეობასთან დაკავშირებული ერთი კერძო საკითხი, რომელიც ძველთაგანვე ურთულესად ითვლებოდა _ ეს გახლავთ საკითხი ღმერთის წინასწარი ცოდნის მიმართებისა ადამიანის თავისუფალ საქმიანობასთან... ეს წინარეცოდნა, ამბობდნენ ისინი (წმ. ამბროსი მედიოლანელი, წმ. იოანე ოქროპირი, ნეტარი თეოდორიტე, ნეტარი ავგუსტინე...), ოდნავადაც არ ზღუდავს ჩვენს თავისუფალ ნებას, რადგან:
ღმერთი წინასწარ ჭვრეტს არა მარტო ჩვენს მოქმედებებს, არამედ, ამასთანავე, მათ მიზეზსაც _ ჩვენს თავისუფლებას; წინარე ხედავს იმას, რომ ჩვენ აღვასრულებთ ამ ქმედებებს ჩვენი ნებით; რომ თუ მოვისურვებთ, მათ ნაცვლად აღვასრულებთ სხვა მოქმედებებს, რომელთაც უფალი ასევე წინარეჭვრეტს... და, მაშასადამე, ერთი ტიპის მოქმედებებს თუკი უპირატესობას მივანიჭებთ სხვაგვარ მოქმედებებთან შედარებით, _ ეს მთლიანად ჩვენს თავისუფალ ნებაზე იქნება დამოკიდებული;
ღმერთისეული წინასწარი ცოდნა შესაძლოა ერთგვარად შეუდარდეს ადამიანის წიანსწარ ცოდნას; როდესაც რაღაცნაირად წინასწარ შევიტყობთ, რომ რომელიმე ჩვენმა მოყვასმა გადაწყვიტა რაიმეს ქმნა, ამით ჯერ კიდევ სრულებითაც არ შეგვიძლია ვაიძულოთ იგი, ჩანაფიქრი შეასრულოს; ასევე არ გვაიძულებს ღმერთი თავისი წინასწარი ცოდნით, რომ გარკვეული ქმედებები ჩავიდინოთ; უფალი წინასწარ ხედავს მათ, ვითარცა ჩვენს თავისუფალ მოქმედებებს, და არა _ როგორც აუცილებელს;
ღმერთისათვის არ არის არც წარსული, არც მომავალი, არამედ _ მხოლოდ ერთი აწმყო; ამიტომ უფალი ფაქტიურად წინასწარ კი არ ჭვრეტს, არამედ, საკუთრივ, ჩვენს საქმეებს ხედავს ისე, როგორც ჩვენ მათ აღვასრულებთ. აქ, მაშასადამე, ისევე არ იზღუდება ჩვენი თავისუფლება, როგორც _ თავისუფლება ჩვენი მოყვასისა, როდესაც მისი მოქმედებების მოწმენი ვხდებით ხოლმე...
ამრიგად, ჩვენი მოქმედებები კი არ არის დამოკიდებული ღმერთის წინასწარ ცოდნაზე, არამედ _ პირიქით: ჩვენს ქმედებებს ღმერთი იმიტომაც წიანსწარ ჭვრეტს და ხედავს, რომ თავად ჩვენ გადავწყვიტეთ მათი შესრულება და ვასრულებთ კიდეც~.
ახლა ისევ უშვალოდ ნათლობის თემას დაუბრუნდეთ და წმიდ მამას იოანე ოქროპირს მოუსმინოთ, რომელიც წერს იმის შესახებ, თუ რამდენად დიდი განსხვავებაა მონათლულ და მოუნათლავ ადამიანებს შორის:
`ხოლო აწ რომელნი ესვითართა საიდუმლოთა ღირსქმნულ ვართ, ცხოვრებაიცა მოვიგოთ ღირსი მის ნიჭისაი, და რომელნი არა ღირსქმნულ ხართ მას ყოვლითა სახითა ისწრაფეთ, რაითა ღირს მისსა იქმნეთ. და ვიქმნეთ ერთ გვუამ და ურთიერთას ძმა, რამეთუ ვიდრემდის ამით საქმით განყოფილ ვიყვნეთ, არცა ერთი არს ერთობაი, დაღაცათუ ხორციელად ძმა ვიყვნეთ, რამეთუ უცხო არს უნათლავი ნათლისღებულისაგან. არა აქუს ორთავე ერთი მამაი, არცა ერთი ქალაქი, არცა ერთი საზრდელი, არცა ერთი სამოსელი, არცა სხუაი რაი; არამედ ყოველივე შეცვალებულ არს, და ნათელღებულისაი ყოველივე ზეცისაი არს, ხოლო უნათლავისაი ყოველივე ქუეყანისაი და ცოდვისაი. ხოლო ნათელღებულისაი მეუფეი ქრისტეი არს და უნათლავისაი _ ეშმაკი და ცოდვაი, და არცა ერთი რაი აქუს ზიარებაი ურთიერთას. ვისწრაფოთ უკუე, ყოველნი ზეცისა ქალაქსა მკვიდრ ვიქმნნეთ. ვიდრემდის ვართ ექსორიობასა, მივიდეთ პირველსა მას ჩვენსა მამულსა, ხოლო უკუეთუ ვინ უნათლავი წარვიდეს, დაღაცათუ ყოველივე სათნოებაი მას აქუნდეს, არასადა მივალს სხუად, გარნა გეენიასა ცეცხლისასა და მატლსა წამლეანსა და ბნელსა გარესკნელსა~.
ანუ მონათლულ და მოუნათლავ ადამიანებს, ხორციელი ძმებიც რომ იყვნენ, არაფერი აქვთ საერთო, აღნიშნავს წმიდა მამა_ მათ არც ერთი მამა ჰყავთ, არც ერთი ქალაქის მკვიდრნი არიან, არც ერთნაირი საზრდელი და სამოსელი აქვთ, რადგან უცხოა მოუნათლავი ნათელღებულისთვის. მონათლულის ყოველივე ზეციურია, ხოლო მოუნათლავის _ მიწიერი და ცოდვისმიერი; ნათელღებულის მეუფე ქრისტეა, მოუნათლავის კი ეშმაკი და ცოდვა, და არა აქვთ არანაირი თანაზიარება ერთმანეთთან. ვიჩქაროთ და ნათლისღების გზით ზეციური ქალაქის მკვიდრები გავხდეთ, ხოლო თუ ვინმე მოუნათლავი გარდაიცვლება, მთელი ცხოვრება სიკეთე რომ ეკეთებინა, სხვაგან არსად მივა, გარდა გეენიის ცეცხლისა და მატლსა წამლიანსა და ბნელსა გარესკნელსა - აღნიშნავს იოანე ოქროპირი,
როგორც ვხედავთ ღმრთაებრივი ოქროპირი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ადამიანს მთელი ცხოვრება სიკეთე რომ ეკეთებინა და მოუნათლავი ყოფილიყო, ჯოჯოხეთში მოხვდებოდა. მითუმეტეს მძიმე იქნება იმ ჩვილების ბედი, რომელბსაც პირადი არანაირი სიკეთე არ გააჩნიათ და პირველმშობელთა ცოდვასთან თანაზიარებით არიან დამძიმებულნი.
`ნუ იფიქრებთ, რომ თუნდაც ყველა ოდესმე არსებულ კეთილმსახურზე უფრო კეთილმსახური გახდე, მაგრამ უნათლავი იყო, შესძლებ ოდესმე მიაღწიო იმედს, რადგან ამით უფრო მეტ ტანჯვას დაექვემდებარები, რამეთუ კარგი საქმენი არ აღასრულე კარგად~. (klimentis homilia 11.25).
წმიდა კირილე იერუსალიმელის პირით ეკლესიის მამათა მწყობრი განაჩინებს: `ვინც არ მიიღებს წყლის ბეჭედს, რაც არ უნდა კეთილი იყოს იგი თავისი საქმეებით, არ ძალუძს შევიდეს ცათა სასუფეველში~.
`წმიდა მამა იოანე ოქროპირი აღნიშნავს, რომ სიკეთის მოქმედი წარმართი უფრო შესაბრალია, რადგან მიუხედავად იმისა, რომ სიკეთეს აკეთებს, მაინც ჯოჯოხეთის გეენაში მოხვდება, რადგან სამოთხის კარი დახურულია მისთვის მოუნათლაობის გამო: ,, . . . გარნა რაითა არა შემოვიღოთ ცილობაი, ვთქუათ, ვითარმედ: იყოს წარმართი მოქმედი სათნოებისაი, არა უფროისად საწყალობელ არსა, რომელ აქა დაშურების და იჭირვის, და მუნ გეჰენიად მივალს, რამეთუ არა მივიდა ნათლად~.
` . . . არამედ გულისხმა-ყავთ, ვითარმედ, თვით იგი საქმეი ურწმუნოებისაი და უნათლავად ყოფაი სატანჯველ არს, რამეთუ გარეგან ნათლისა ყოფაი თვით კმა არს ბოროტად~. ანუ იოანე ოქროპირი აღნიშნავს, რომ ურწმუნოება და უნათლაობა უკვე სატანჯველში ყოფნას ნიშნავს და საკმარისია ადამიანის სულიერი სიბოროტისათვის;
arqim. iustine popoviCi აღნიშნავს: ,,საღვთო ნათლობას ადამიანი შეჰყავს ეკლესიაში და თანაშეასხეულებს ყველა მართლმადიდებელ ნათელღებულს ერთ სხეულად, ქრისტეს სხეულად. ერთ ცხოველ ტაძრად. ტაძრად წმინდა სამებისა, სადაც მდინარებს მრთელსავსე ცხოვრება მამისგან ძის მიერ სულიწმინდაში. ადამიანი, რომელიც პოტენციურად ღმერთკაცად შეიქმნა, დაცემის შედეგად კი განეშორა ღმერთს და მის წინაგანსაზღვრულობას, სულიწმინდისეული ნათლობის გზით ეკლესიის სხეულში უკან უბრუნდება `დასაბამიერ მშვენიერებას და ღმერთკაცის მიერ ისიც მადლით ღმერთკაცი ხდება”.
,,ის, ვინც მეტისმეტად იყო დაკავებული ჩვილთმნათვლელობით, ესაა გრიგოლ ღვთისმეტყველი: _ ჩვილი გყავს შენ? ნუ ჰპოვებს ჟამს ბოროტება. ჩვილობიდანვე განიწმინდოს... რბილი ფრჩხილებიდანვე განსპეტაკდეს იგი სულიწმიდით... მიეცი მას სამება _ დიდი და კარგი დამცველი... რადგან უმჯობესია შეუცნობლად განწმენდა, ვინემ დაუბეჭდავად და უსრულად წასვლა”.
ღირსი სვინკლიტიკია ალექსანდრიელი წერს, რომ დედის მუცელში მოწყვეტილი ჩვილები ჯოჯოხეთის სიბნელეში გადადიან:
,,მშობლის წიაღში მყოფი ჩვილების მსგავსად, რომლებიც როცა ჩამოყალიბდებიან და იბადებიან, მცირე საკვებით ცხოვრების შემდეგ მეტი საკვები და უკეთესი ცხოვრება ეძლევათ, მართალნიც ასევე გადიან ამ ცხოვრებიდან და უკეთესი ცხოვრების გზას ადგებიან, როგორც წმიდა წერილში წერია: ,,ვიდოდიან იგინი ძალითი ძალად” (ფსალმ. 83, 7). ცოდვილნი კი ამა ქვეყნის ბინდიდან ჯოჯოხეთის სიბნელეში გადადიან, როგორც დედის წიაღშივე გარდაცვლილი ჩვილნი”.
აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ღირსი დედის ცხოვრება აღწერა ათანასე დიდმა. აქედან გამომდინარე შეიძლება ვიფიქროთ, რომ ისიც იზიარებდა ღირსი დედის მოსაზრებებს უასაკოდ გარდაცვლილი ჩვილების შესახებ.
არქიმანდრიტი იოანე კრესტიანკინი წერს შემდეგს: ,,არის უსაშინლესი უშუალო მკვლელობა _ როდესაც დედები შვილებს თავიანთ საშოში აკვდინებენ. ეს მკვლელობა ორმაგად საზარელია, რამეთუ მკვლელი დედა თავისი ბავშვის არა მარტო სხეულს, არამედ სულსაც კლავს...”.
`სამსჯავროს დღეს სინდისი აშკარა ბრალმდებლად მოგვევლინება, რამეთუ თავად ცოდვა გაცხადდება... მაშინ დავინახავთ ჩვილებს, რომლებიც ჯერ ისევ მუცელში მოწყვიტეს გულსასტიკმა დედებმა; ისინი მწარე ცრემლით იტირებენ: შვილისმკვლელო დედებო, თქვენ სასტიკი სიკვდილით იმისათვის მოგვკალით, რომ თქვენი უპატიოსნება დაგეფარათ; თქვენ აღგვიკვეთეთ ნათელი ცხოვრებისა და ღვთის დიდებისა. წყეულიმც იყოს ბაგე, რომელმაც ეს საბედისწერო რჩევა მოგცათ! წყეულიმც იყოს თქვენი გამბედაობა, რომლითაც დაბადებამდე მოგვკალით!” -მღვდელმთავარ ილია მინიატისის მიერ აღწერილი ეს საშინელი სანახაობა, ვფიქრობთ, დამატებით კომენტარს არ საჭიროებს.
წმიდა იოანე ოქროპირი წერს: ,,რამეთუ სული განრაივიდეს ხორცთაგან, არღარა ხელ-ეწიფების აქა ყოფად სოფელსა შინა, რამეთუ ,,სულნი მართალთანი ხელთა შინა ღმრთისათა არიან”(სიბრძ. სოლ. III, 1), ეგრეთვე ჩჩვილთაცა ყრმათა ნათელღებულთანი, რამეთუ იგინიცა უცოდველ არიან, ხოლო ცოდვილთა სულნი გან-რაი-ვიდენ ხორცთაგან, მეყსეულად წარიყვანებიან ამიერ სოფლით, ვითარცა საცნაურ არს ლაზარესაგან და მდიდრისა მის”.
ანუ სოლომონის სიტყვისაებრ მართალთა სულები ღმერთთან არიან დამკვიდრებულნი და ასევე ნათელღებული ჩვილებიც, რადგან ნათელღებული ყრმებიც უცოდველები არიან, რამეთუ ჩვილებს პირადი ცოდვები არ გააჩნიათ, ხოლო მემკვიდრეობით მიღებული ადამის ცოდვა კი მათ ნათლისღების მიერ ჩამოერეცხათ, ამიტომ ნათელღებული ყრმებიც უცოდველები არიან და მართლებთან ერთად სასუფეველში მკვიდრობენ. ხოლო ცოდვილთა სულები გარდაცვალების შემდეგ დაიმკვიდრებენ იმ ადგილს, რომელიც ჩვენთვის ცნობილია ლაზარესა და მდიდრის შესახებ იგავიდან. ხოლო ჩვენ ვიცით, რომ ამ იგავში ცოდვილი მდიდარი იყო და გარდაცვალების შემდეგ მან ჯოჯოხეთი დაიმკვიდრა. `მოკვდა მდიდარი იგი და დაეუფლა და ჯოჯოხეთს შინა აღიხილნა თვალნი მისნი~ (ლკ., 16, 22-23). იოანე ოქროპირი ჩვილთა მართლების გვერდზე დამკვიდრებისათვის საჭიროდ მიიჩნევს, maTi ნათლისღების აუცილებლობას. თუ მათთვის სასუფეველში დამკვიდრებისთვის ნათლისღება არ იქნებოდა აუცილებელი, მაშინ წმ. მამა პირდაპირ აღნიშნავდა, ჩვილთა სულებიც ღმერთთან არიან, რადგან ისინიც უცოდველები არიანო, მაგრამ იოანე ოქროპირი ხაზს უსვავს: `ჩვილთაცა ყრმათა ნათელღებელთანიო~, რადგან ჩვილები უცოდველები ხდებიან, როგორც უკვე აღვნიშნეთ, ნათლისღების შემდეგ, როდესაც მათ ჩამოშორდებათ პირველქმნილი ცოდვის თანაზიარება. ამიტომ წმ. მამის აზრით, მოუნათლავი ჩვიელბი ზრდასრულ ცოდვილ ადამიანებთან ერთად დაიმკვიდრებენ იქ, სადაც დაიმკვიდრა მდიდარმა, იგავიდან ლაზარესა და მდიდრის შესახებ.
იოანე ოქროპირის აზრს იმეორებს წმიდა სილუან ათონელი. წმიდა მამა ხატოვნად გადმოცემს, რომ სასუფეველში დამკვიდრება სწყურია სულს, მაგრამ ვერ დაიმკვიდრებს იქ უწმინდურება, სადაც შედიან დიდი სინანულით, სულიერი ღვაწლით და მრავალი ცრემლთა ღვრის შედეგად განწმენდილი სულები და მხოლოდ ბავშვები, რომლებმაც შეინარჩუნეს ნათლისღებისას მიღებული მადლი, იმკვიდრებენ სასუფეველში ღვაწლის გარეშე. ანუ ბავშვებიც საჭიროებენ ნათლობით განწმენდას რათა დაიმკვიდრონ ღმერთთან. ,,Туда хочет вселиться душа, но ничто нечистое не войдет туда, куда приходят великими скорбями, и сокрушением духа, и многими слезами; и только дети, сохранившие благодать святого крещения, приходят туда без скорби, и там Духом Святым по¬знают они Господa"
იოანე ოქროპირის და წმ. სილუან ათონელის აზრს ასევე იმეორებს წმ. არსენიც, მან ახალგაზრდა გათხოვილ ქალს მკაცრად უთხრა:
,,იცოდე, თუ გონს არ მოეგები, შენგან შობილი შვილები ნათლობისთანავე მოკვდებიან. ისინი ღმერთთან ანგელოზებად მივლენ, მაგრამ ვერცერთი მათგანით შენ ვერ გაიხარებ”.
ეს ბავშვებიც ღმერთთან ანგელოზებად იმიტომ მიდიოდნენ, რომ მათ ნათლისღებით ჩამოიბანეს პირველქმნილი ცოდვის სიმძიმე და პირადი ცოდვების უქონლობის გამო ანგელოზებს მიემსგავსნენ.
როგორც ვხედავთ, სამივე წმიდა მამა: იოანე ოქროპირი, სილუან ათონელი და წმიდა არსენი ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ ბავშვები საჭიროებენ ნათლისღებას, რათა მიემსგავსონ ანგელოზებს და გახდნენ სასუფევლის მკვიდრნი, რადგან მხოლოდ მონათლულები იმკვიდრებენ ღმერთთან.
იოანე დამასკელის აზრით: ნათლობის გარეშე არავის არ უნდა ჰქონდეს გადარჩენის იმედი-თუნდაც ასეთი ადამიანი კეთილმსახურთა შორის, ყველაზე კეთილმსახური იყოს. ,, По слову Дамаскина : без крешения не может надеятся на спасение – хотя бы он был благочестивейшим из благочестивых ”
ნეტარი თეოფილაქტე წერს: ვინც ირწმუნა, მაგრამ არ მონათლულა და კათაკმეველი დარჩა, ის ასევე არარის გამოხსნილი და ცხონებული. ,, Кто уверивал но не кристился а остается еше оглашенным тот не ест уже и спасеню”.
ეხლა ვნახოთ, თუ რა დამოკიდებულება აქვს ეკლესიას, ჩილების ნათლობასთან დაკავშირებით ლიტურგიკული თვალსაზრისით:
წმ. ეფთვიმე მთაწმინდელი მოძღვრავს სამღვდელოებას:
,,ყრმასა ნუ მოჰქრისტნავ, სრულიად მონათლე. რა გითხრან, მსწრაფლ დააგდე რასაცა შურებოდე, წარემართე და მონათლე”.
ისეთ აუცილებელ საქმედ მიაჩნია წმ. მამას ყრმის ნათლობა, რომ სამღვდელოებას ასწავლის, როდესაც მოგიწოდებენ ყრმის მოსანათლავად, ყოველგვარი საქმე დაუტევეთ სასწრაფოდ და მოსანათლავად წადითო. თუ მოკუდებოდეს, მასვეცა დღესა რომელსა იშვა მსწრაფლ მონათლეთ.
,,რომ კვდებოდეს, იმავე დღეს მონათლე სასწრაფოდო. უკუეთუ უნათლავი მოკუდეს, მკუდართა თანა დაჰმარხე და ჟამსა ნუ უწირავ”.
უნათლავად მომკვდარი ჩვილისთვის წირვის აღსრულება არ შეიძლება. უკუეთუ მიზეზი თქვენგან იყოს, მივედით და გააგონეთ მოძღუარსა. და თუ მიზეზი დედა-მამისაგან იყოს, იგინი გაგზავნენ.
,,თუ ჩვილი უნათლავად აღესრულა მღვდლის მიზეზით, მაშინ იგი მოძღვართან უნდა მივიდეს კანონის მისაღებად. თუ ეს მშობლების მიზეზით მოხდა, მაშინ მოძღვართან ისინი უნდა მივისნენ. თუ ეს მშობლების მიზეზით მოხდა, მაშინ მოძღვართან ისინი უნდა მივიდნენ სინანულისათვის”.
როგორც ვხედავთ, ეფთვიმე მთაწმინდელიც მიუთითებს ყრმების მონათვლის აუცილებლობაზე.
ნეტარი სიმეონ სალუნელი აღნიშნავს: ,,ნათლობის შესრულებას არ გააჩნია დროში რაიმე შეზღუდვა, რათა ახალშობილი არ აღესრულოს მოუნათლავი. თუ არსებობს სიკვდილის საფრთხე, ჩვილი უნდა მოინათლოს დაუყოვნებლივ შობისთანავე”.
ჩნდება კითხვა: _ რატომ არის ასეთი აუცილებელი ახალშობილის სასწრაფოდ მონათვლა? ამ კითხვაზეც პასუხობს ნეტარი სიმეონ სალუნელი: `რათა დაყოვნების გამო არ აღესრულოს ვინმე მოუნათლავად, რაც იქნებოდა უდიდესი მწუხარების საფუძველი, რადგან მოუნათლავი ვერ გადარჩება (ანუ ვერ ცხონდება)”.
საქართველოს ეკლესიის კათოლიკოს პატრიარქი ილია-II წერს შემდეგს: ,,თვითმკვლელობით აღსრულებულის და მოუნათლავისათვის საეკლესიო წესების შესრულება, საეკლესიო კანონების თანახმად, აკრძალულია. მათ სახელზე მხოლოდ მოწყალება შეიძლება გაიცეს”.
საღვთისმსახურო წიგნი _ `დიდი კურთხევანი~ მღვდლებს მკაფიოდ შეაგონებს:
`უწყოდეთ, რაჟამს იშვას ყრმა, უკეთუ იყოს ავადმყოფი სასიკუდინეთ მიწევნული, ნუ დააყენებთ ნათლის-ცემასა მისსა, არამედ მეყსეულად ნათელ-ეცით და ნუ დააყენებთ, რამეთუ ვითარცა იტყვიან ამაოდ ვინმე და დააყენებთ ექუსსა და რვასა დღესა და შეამთხვივის სიკვდილი ყრმასა მას უნათლავად; უკეთუ რვასა დღემდი იცოცხლოს, დააცალონ, და დღესა მერვესა ნათელ-სცენ; ხოლო უკეთუ ვერ მიაწევდეს, მასვე ჟამსა ნათელ-სცენ ემბაზსა შინა წყლითა, რათა არა წარწყმდეს სული ყრმისა მის; უკეთუ უდებ იქმნეთ, ხელთაგან თქუენთა იძიებს უფალი სულსა მის ყრმისასა~
liturgikis saxelmZRvanelo calsaxad ganmartavs: ,, ყrmა warmoSobili muclidan, viTarca bneli sapyrobilidan, pirvelSobili codvis mizeziT aris wyvdiadis Ze da tyve femonisa~
მღვდელმსახურის სპეციალური კრებული ერთმნიშვნელოვნად მიუთითებს:
,,მართლმადიდებელი ეკლესიის წესით არ იმარხებიან და არ მოიხსენიებიან: მკვდრადშობილი; უნათლავი, თუნდაც _ უკვე სახელდებული; ან _ არასწორად მონათლული ყრმები~
`თავისთავად, ცხადია, რომ მოუნათლავად, ან _ არასწორად მონათლულად გარდაცვლილი, აგრეთვე _ მკვდრადშობილი, ყრმებისათვის, ვითარცა _ მორწმუნეთა (ე.ი. ეკლესიის წევრთა) რიცხვისათვის მიუკუთვნელთათვის, _ პანაშვიდების გადახდა არ შეიძლება~
ღირსი სიმეონ სალუნელი წერს შემდეგს: `მე ვიცი, ბევრი არ ზრუნავდა, რომ მიეღო სქემა, ისევე, როგორც ძველად აყოვნებდნენ ნათლობას და საერთოდ მოუნათლავნი დარჩნენ. ხოლო რამდენადაც ის, ვინც არ მონათლულა, არ არის ქრისტიანი, ამდენადვე ვისაც არ შეუმოსავს სრული სახე მონაზვნობისა, არ არის მონაზონი~.
წმინდა მამის ამ გამონათქვამიდან ჩვენთვის ყურადსაღწებია მოსაზრება იმის შესახებ, რომ მოუნათლავი ადამიანი არ არის ქრისტიანი. ხოლო ვინც არ არის ქრისტიანი, ის ვერანაირად ვერ იქნება ვერც მიწიერი და მით უმეტეს ვერც ზეციური ეკლესიის წევრი.
ლიტურგიკა არის პრაქტიკული ღმრთისმეტყველება და როგორც ვხედავთ საეკლესიო ეს დარგიც მიგვითითებს ჩვილების გადარჩენისათვის ნათლობის აუცილებლობაზე.
ერთხელ კიდევ გადავავლოთ თვალი ზემოთ მოყვანილ მამათა სწავლებას:
,,ისმინეთ, უნათლავნო, და შეძრწუნდით ამის ბრძანებისაგან! საშინელ არს სიტყუაი ესე, რამეთუ შეუძლებელ არსო შესვლაი სასუფეველად, რომელი არა შობილ იყოს წყლისაგან და სულისა”. (იოანე ოქროპირი) OA
`არა თუ მე ვიტყვი ამას არამედ უფალი იესუ: ,,უკუეთუ ვინმე არა იშვეს წყლითა და სულითა ვერ შევიდეს სასუფეველსა ღვთისასა". (კირილე ალექსანდრიელი)
,,თუკი უდიდეს ცოდვილთაც კი, რომელნიც მანამდე ბევრს სცოდავდნენ ღმერთის წინააღმდეგ, _ როდესაც შემდგომში უფალს ირწმუნებენ, მიეცემათ ცოდვების მიტევება, და არავის აღეკრძალება შენდობა და მადლი, _ მით უმეტეს, არ უნდა აღეკვეთოს ეს ჩვილს, ვისაც, ეს-ესაა დაბადებულს, არაფერში შეუცოდავს, არამედ, ოდენ ხორციელად წარმოიშვა რა ადამისაგან, _ აღუქვამს ძველი სიკვდილის ინფექცია თავად შობის მეშვეობით.” (კიპრიანე კართაგენელი)
,,ვითარმედ ჩჩÂლნიცა მისატევებელად ცოდვათა ნათელ-იღებენ.ეგრეთვე გუთნდა, რაÁთა ვინცა ვინ სადა ჩჩÂლთა და ახლად შობილთა და აწ ოდენ მუცლით დედისაÁთ გამოსრულთა ნათელღებულთასა უვარ-ჰყოფს ანუ არა აღიარებს მისატევებელად ცოდვათა / ნათელ-ღებულობასა მათსა შეჩუენებულ იყავნ...რამეთუ ამის კანონისათÂს სარწმუნოებისა ჩჩÂლნიცა და ჯერეთ ვერარაÁთ ცოდვითა ბიწიან-ყოფისა თავთა თÂსთაÁსა შემძლებელნი მისატევებელად ცოდვათა ჭეშმარიტებით ნათელს-იღებენ, რაÁთა განწმდენ იგინი მეორედ შობისა მის მიერ შეცოდებისა მისგან პირველისა მამისა მიერ მათდა მომართ შთამომავალისა”. (სჯულისკანონი)
,,ზოგიერთნი ამბობდნენ, რომ ახალშობილი ყრმები ნათელს-იღებენ არა ცოდვების მისატევებლად, რამეთუ მათ არა აქვთ ცოდვები, ვინაიდან არცკი შეუძლიათ სცოდონ, არ ფლობენ რა უნარს კეთილისა და ბოროტის გარჩევისა, _ კრება უარყოფს ამას და მათ,ანათემა-ჰყოფს” (ზონარა XII ს. და ბალსამონი XII ს.)
,,ვინც ამბობს, რომ ახალშობილნი და მოსანათლნი არ სესხულობენ არაფერს ადამის ცოდვისაგან, რასაც სჭირდება ნათლისღებით განწმენდა, _ შეჩვენებას ექვემდებარებიან, რამეთუ ერთის მიერ სიკვდილი და ცოდვა საყოველთაო შეიქნა” (არისტინი (XII ს.)
,,ახლადშობილი ჩვილები, რომც არ სცოდონ ნებით, მაინც თავისთავად ჩათრეული არიან ადამიდან მომდინარე წინაპრის ცოდვაში. ამიტომაცაა საჭირო ნათლისღებით განიწმინდონ ისინი. შესაბამისად, ინათლებიან ისინი არა მოჩვენებით, არამედ ნამდვილად მისატევებელად ცოდვათა”. (ნიკოდიმოს მთაწმინდელის)
,,გვწამს,რომ აუცილებელია წმინდა ნათლისღება, მცნებად მოცემული (ჩვენდა) უფლის მიერ და აღსრულებადი წმიდა სამების სახელით. რამეთუ უმისოდ ვერავინ ვერ ცხოვნდება, როგორც ამას უფალი ამბობს: `უკუეთუ ვინმე არა იშვეს წყლისაგან და სულისა, ვერ ხელ-ეწიფების შესლვად სასუფეველსა ღმრთისასა~ (იოანე 3, 5). ამიტომ იგი ყრმებსაც სჭირდებათ, რადგანაც ისინიც ექვემდებარებიან პირველშობილ ცოდვას და უნათლისღებოდ ვერ მიიღებენ ამ ცოდვის შენდობას”. (1723 წლის აღმოსავლეთის კათოლიკე-საყოველთაო ეკლესიის პატრიარქთა ეპისტოლე)
,,კართაგენის საეკლესიო კრება გვახსენებს, რომ ყოველ პიროვნებას, გარდა პირადი ცოდვებისა, გააჩნია აგრეთვე ადამისმიერი, ანუ _ პირველქმნილი, ცოდვაც. აქედან გამომდინარე, ბუნებრივია, რომ ჩვილებიც, რომელთაც არ გააჩნიათ პირადი ცოდვები, საჭიროებენ ნათლისღებას, რათა განიწმიდონ პირველქმნილი ცოდვისაგან...ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, მეორედ შობის, ანუ _ ცოდვათაგან განწმენდის, გარეშე სასუფევლის დამკვიდრება, ანუ სულის ცხოვნება შეუძლებელია.” (საქართველოს ეკლესიის უწმიდესი სინოდის 2000 წლის განჩინება)
`ისმინა პირველმამამ, რომ `მიწა ხარ და მიწად მიიქცევი~. და იყო რა იგი უხრწნელი, ხრწნადი გახდა და დაემონა სიკვდილის ბორკილებს. ხოლო რადგან ამ ზომამდე დაცემულმა შვილები დაჰბადა. მისგან, როგორც ხრწნადისგან შობილები ხრწნადი შევიქმენით~. (წმ. ანასტასი სინელი)
,,ყველა ტომში და ყველა ხალხში ადამის შთამომავალთ ამძიმებთ ის, რაც შედეგად მოჰყვა პირველმამისეულ შეცოდებას. კერძოდ: ხრწნილება და სიკვდილი. ამათგან განთავისუფლება ნათლისღებისა და მთელი თავისი ხორციელი განგებულების მიერ მოიტანა ახალმა ადამმა, ქრისტემ”. (იოანე კარმელი)
,,В святой воде Крещения человек очищается от всего грешного и возрождается Духом Святым. Если это ребенок, то он очищается от прародительского греха, если же это взрослый, то он очищается и от личных грехов.” ( ПРЕПОДОБНЫЙ ИУСТИН (ПОПОВИЧ))
,,პირველშობილი ცოდვა ჩანასახში, მსგავსად თესლისა, შეიცავს ყველა სხვა ცოდვას, მთელს ცოდვისმიერ კანონს საზოგადოდ, მთელს მის არსს, მის მეტაფიზიკას, გენეალოგიას, ონტოლოგიას და ფენომენოლოგიას... ვინაიდან ყველა ადამიანის ადამის ცოდვით გახრწნილი ბუნების მემკვიდრეა... ყრმათათვის ნათლისცემა, რა დროსაც მიმრქმელნი ბავშვების სახელით უარყოფენ სატანას, მოწმობს იმაზე, რომ ბავშვები პირველშობილი ცოდვის ქვეშ იმყოფებიან, რამეთუ შობილნი არიან ცოდვით გახრწნილი ბუნებით, რომელშიც მოქმედებს სატანა... ასევე ცოდვით და სიკვდილით ინფიცირებული მამამთავრისგან ბუნებრივად წარმოიშვება ცოდვით და სიკვდილით დაავადებული შთამომავლობა ადამისა და მისი შთამომავლების სიკვდილი ორმაგია: ხორციელი და სულიერი”. (იუსტინე პოპოვიჩი)
,,თქმული, რომ ღმერთის გარდა არავინაა უცოდველი, თუნდაც ქვეყანაზე მხოლოდ ერთი დღე იცოცხლოს (შდრ. იობ. 14,4), იმათ როდი გულისხმობს, ვინც პიროვნულად სცოდავს; ერთი დღის ჩვილს როგორ შეუძლია შესცოდოს? ამ სწავლებით ჩვენი სარწმუნოების ის საიდუმლო გამოითქმის, რომლის თანახმად ადამიანური ბუნება ჩასახვისთანავე ცოდვილია...ადამის თესლისაგან წარმოშობილი ყოველი ადამიანი ჩასახვისა და შობისთანავე პირველმშობელთა ცოდვის თანაზიარია. ვინც ამ გზით იშვა, თუნდაც არანაირი ცოდვა არ ჩაედინოს, უკვე ცოდვილია იმ პირველმშობელთა ცოდვით... ამ მიზეზით მოვიდა სხვა შობა ანუ აღორძინება, რომელიც სული წმიდის მიერ ააღორძინებს ადამიანს წმიდა ნათლისღებით, კვლავ აკავშირებს მას ღმრთაებრივ ბუნებასთან,... ამგვარად შეჰყავს იგი ღმრთის სასუფეველში, რომელშიც უნათლავს არ შეუძლია შესვლა” (წმ ვასილი ახალი ღმრთისმეტყველი)
`მსგავს არს სიტყუაÁ შენი ზღაპარსა, უკუეთუ ნათელღებულად შერაცხილ არს წინაშე ღმრთისა უნათლავი იგი კაცთმოყვარებისათვის მისისა, ანუ თუ სასუფეველისა ღირს იქმნების, რომელსა სწადოდა იგი თვინიერ საქმეთა სასუფეველისათა.
და კუალად ესეცა გულისხმა-ყავ, უკუეთუ კმა არს შენდა სურვილი ნათლისღებისა და სინანულისაÁ ნათლისღებად და სინანულად და ამისთვის ეძიებ დიდებასა, კმა-იყავნ შენდა დიდებად გულისთქუმაÁ იგი დიდებისაÁ და რაÁ გევნების არა პოვნაÁ მისი, ვინათგან გაქუს სურვილი მისი.
რომელნიმე იტყვიან კუალად, ვითარმედ იყავნ ესე ყოველი მეძიებელთა მათთვის ნათლისღებისათა. რაÁსთქუა უკუე ჩჩვილთათვის, რომელნი ჯერეთ ვერცა მადლსა, ვერცა ვნებასა სცნობენ? ანუ მათცა ნათელ-ვსცეთა? _ და ფრიადცა კეთილად ნათელ-ვსცეთ, უკუეთუ რაÁმე ჭირი წინამდებარე იყოს და გუასწრაფობდეს, რამეთუ უმჯობეს არს უმეცრად განწმედაÁ, ვიდრეღა წარსლვაÁ უბეჭდავად და განუწმედელად.~ (წმ. გრიგოლ ღმრთისმეტყველი )
,,ვიდრემდის ვართ ექსორიობასა, მივიდეთ პირველსა მას ჩვენსა მამულსა, ხოლო უკუეთუ ვინ უნათლავი წარვიდეს, დაღაცათუ ყოველივე სათნოებაი მას აქუნდეს, არასადა მივალს სხუად, გარნა გეენიასა ცეცხლისასა და მატლსა წამლეანსა და ბნელსა გარესკნელსა~.(იოანე ოქროპირი) A
,,არის უსაშინლესი უშუალო მკვლელობა _ როდესაც დედები შვილებს თავიანთ საშოში აკვდინებენ. ეს მკვლელობა ორმაგად საზარელია, რამეთუ მკვლელი დედა თავისი ბავშვის არა მარტო სხეულს, არამედ სულსაც კლავს...” (.არქიმანდრიტი იოანე კრესტიანკინი)
`სამსჯავროს დღეს სინდისი აშკარა ბრალმდებლად მოგვევლინება, რამეთუ თავად ცოდვა გაცხადდება... მაშინ დავინახავთ ჩვილებს, რომლებიც ჯერ ისევ მუცელში მოწყვიტეს გულსასტიკმა დედებმა; ისინი მწარე ცრემლით იტირებენ: შვილისმკვლელო დედებო, თქვენ სასტიკი სიკვდილით იმისათვის მოგვკალით, რომ თქვენი უპატიოსნება დაგეფარათ; თქვენ აღგვიკვეთეთ ნათელი ცხოვრებისა და ღვთის დიდებისა. წყეულიმც იყოს ბაგე, რომელმაც ეს საბედისწერო რჩევა მოგცათ! წყეულიმც იყოს თქვენი გამბედაობა, რომლითაც დაბადებამდე მოგვკალით! ” ( ეპისკ. ილია მინიატისის)
`თუ არსებობს სიკვდილის საფრთხე, ჩვილი უნდა მოინათლოს დაუყოვნებლივ შობისთანავე...რათა დაყოვნების გამო არ აღესრულოს ვინმე მოუნათლავად, რაც იქნებოდა უდიდესი მწუხარების საფუძველი, რადგან მოუნათლავი ვერ გადარჩება, ანუ ვერ ცხონდება”.(ნეტარი სიმეონ სალუნელი)

,, А без крешения не кто не может надеятся на спасение – хотя бы он был благочестивейшим из благочестивых ,По слову Дамаскина” (Дамаскин)
,, Кто уверивал но не кристился а остается еше оглашенным тот не ест уже и спасен”.( блажю феофилакт)
`საჭიროა ჩვილთა მონათვლა და დროის არდახანება. ამას ვაკეთებთ ჩვენც, რათა რაიმე არ მოხდეს გადადებით...” (იერემია I კონსტანტინეპოლელი)
,,ნათლობა აუცილებელია ჩვილებისთვისაც, რადგან ისინიც ექვემდებარებიან პირველქმნილ ცოდვას და ნათლობის გარეშე ვერ შეძლებენ მიემთხვიონ მიტევებას... თუ ჩვილები ადამიანები არიან და თუ ისინიც საჭიროებენ ცხონებას, საჭიროებენ ნათლობასაც, და რომლებიც ახლად არ შობილან, არ მიუღიათ მიტევება პირველმამისეული ცოდვისა და ექვემდებარებიან ამ ცოდვის მარადიულ დასჯილობას და შესაბამისად არ ცხონდებიან ნათლობის გარეშე. ამირომ აუცილებლად საჭიროა ჩვილთა მონათვლაც”.(დოსითეოზ იერუსალიმელი)
,,ცოდვილნი ამა ქვეყნის ბინდიდან ჯოჯოხეთის სიბნელეში გადადიან, როგორც დედის წიაღშივე გარდაცვლილი ჩვილნი”. (ღირსი სვინკლიტიკია ალექსანდრიელი)
,,ყრმასა ნუ მოჰქრისტნავ, სრულიად მონათლე. რა გითხრან, მსწრაფლ დააგდე რასაცა შურებოდე, წარემართე და მონათლე.რომ კვდებოდეს, იმავე დღეს მონათლე სასწრაფოდო. უკუეთუ უნათლავი მოკუდეს, მკუდართა თანა დაჰმარხე და ჟამსა ნუ უწირავ”. (წმ. ეფთვიმი მთაწმინდელის)
,,თვითმკვლელობით აღსრულებულის და მოუნათლავისათვის საეკლესიო წესების შესრულება, საეკლესიო კანონების თანახმად, აკრძალულია”. (საქართველოს ეკლესიის კათოლიკოს პატრიარქი ილია-2)
`უწყოდეთ, რაჟამს იშვას ყრმა, უკეთუ იყოს ავადმყოფი სასიკუდინეთ მიწევნული, ნუ დააყენებთ ნათლის-ცემასა მისსა, არამედ მეყსეულად ნათელ-ეცით და ნუ დააყენებთ, რათა არა წარწყმდეს სული ყრმისა მის”.(დიდი კურთხევანი)
,,მართლმადიდებელი ეკლესიის წესით არ იმარხებიან და არ მოიხსენიებიან: მკვდრადშობილი; უნათლავი, თუნდაც _ უკვე სახელდებული; ან _ არასწორად მონათლული ყრმები~ . (С. Булгаков.)
აქ კიდევ ერთხელ გავიხსენოთ წმიდა მამის ეგნატე ბრიანჩანინოვის ზემოთ მოყვანილი სიტყვები: ,,ის ვინც ქრისტეს სწავლებიდან უარყოფს თუნდაც ერთ დოგმატს, ასეთი ადამიანი განუდგა ღმერთს. კარგად დაფიქრდი, შენი ეჭვები არც თუ ისე მცირე ცოდვაა, შენ თუ მას შეითვისებ, ხორცს შეასხამ და გადმოსცემ სიტყვებით – მომაკვდინებელ ცოდვაში ჩავარდები”. (ეგნატე ბრიანჩანინოვი)
ყოველი ზემოთ მოყვანილი სწავლება წმიდა წერილის წიგნებზეა დაფუძნებული, ხოლო იოანე ღმრთისმეტყველი გვაფრთხილებს თავის წინასწარმეტყველურ შეგონებაში:
,,რომელსა ესმოდიან სიტყვანი წინასწარმეტყველებისა ამის წიგნისანი: უკეთუ ვინმე შაესძინოს ამათ ზედა, შეისძინენ ღმერთმან მის ზედა წყლულებანი იგი, რომელ წერილ არიან ამას წიგნსა. და უკეთუ ვინ მოაკლოს სიტყვათა წიგნსა ამის წინასწარმეტყველებისათა, მოაკლენ ღმერთმან ნაწილი მისი ძელისა მისგან ცხოვრებისა და ქალაქისა მისგან წმიდისა, რომელ წერილ არიან ამას წიგნსა.” ( გამოც 22,18-15).
ყოველივე ზემოთ თქმულიდან შეიძლება დავასკვნათ, რომ მოუნათლავად გარდაცვლილი უასაკო ჩვილები და დედის მუცელში მოწყვეტილი ყრმები, სამწუხაროდ ვერ დაიმკვიდრებენ ცათა სასუფეველს, მაგრამ აქვე გვინდა ავღნიშნოთ, რომ მათი ნაადრევი გარდაცვალება მოხდა ღმრთის დაშვებით და როგორც ვნახეთ, ეს იყო ღმერთის მათდამი სიყვარულის გამოვლინება, რადან ისინი, რომ გაზრდილიყვნენ შეიძლება ბევრად მეტად დამძიმებული სულიერი მდგომარეობით გასულიყვნენ ამქვეყნიდან. ღმერთი ყოველთვის და ყოველივეს განაგებს ადამიანის სულიერი კეთილდღეობისათვის.
ბოლოს გვინდა დავამთავროთ იმ იმედით, რომ მკითხველი მიხვდება, თუ რატომ ვერ ცხონდებიან მოუნათლავად გარდაცვლილი ჩვილები, რომ ნათლისღება არის კარი სამოთხისა და ამ კარის გავლის გარეშე ვერავინ დაიმკვიდრებს ცათა სასუფეველში ღმერთთან!

გამოყენებული ლიტერატურა

წმ. იოანე ოქროპირი. განმარტება იოანეს სახარებისა თ არგმანი წმი. ექვთიმე მთაწმინდელისა ნაწილიI. გ.აროშვილი, ზ.აროშვილი. 1993წ.
ნეტარი თეოფილაქტე ბულგარელი. იოანეს სახარების განმარტება. ნაწილი1 . თბილისი 2008 წ. გვ.61-62.

sinuri mravalTavi
,,ივერიის გაბრწყინვება". N.5(37)2000წ.

,,დიდი სჯულის კანონი” გამომცელობა ,,მეცნიერება”1975წ. გვ.343

Правила православиой церкви с толкованиями никодима ерискора далматинско-истриского. том.1 москва 2001г.

,,ივერიის გაბრწყინება”. N.1(33), N.5(37), N6 (38) . 2000წ.

,,საპატრიარქოს უწყებანი”N.36(87)

ПРЕПОДОБНЫЙ ИУСТИН (ПОПОВИЧ) ,,ДОГМАТИКА
ПРАВОСЛАВНОЙ ЦЕРКВИ ПНЕВМАТОЛОГИЯ” Москва 2007

მამათა სწავლანი სულიერი ცხოვრების შესახებ. თბილისი2006წ.

Святитель Григори Богослов.избраииые слова. Москва2002.
Полное собрание творений Св. Иоанна Златоуста. В Двенадцати томах.Том четвертый.Книга первая. Москва 1994г.
განმარტება სამოციქულოსი გამოკრებული იოვანე ოქროპირისა და სხვა წმიდა მამათა თხზულებებიდან. ნაწილიI.თბილისი2000წ.
წმიდა iustine popoviCi, marTlmadidebeli eklesia da ekumenizmi.
ღირსი სვინკლიტიკია ალექსანდრიელის ცხოვრება და მოძღვრებანი, აღწერილი წმ. ათანასე დიდის მიერ.
episkოპოსი ilia miniatisi. `me gixmob Taqven”. Tbilisi, 2007წ.
wm. ioane oqropiri ,,განმარტება maTes saxarebisაი ”წიგნი II. თბილისი 1996წ.
Старец Силуан. Издание Сретенского монастыря. 2004 г.
Блаженный феофилакт. толко. на еванг. МК.
Блаженный Симеон Солунский.,,Обяснение православных Богослужений, Обрядов и Таинст”. 2009 г.
,,ქაროზი ” N9 (24) 2004 წ.
`didi kurTxevani~.
,,საეკლესიო სიწმინდენი” N2, 2000 წ.
С. Булгаков. Т. 2 стр. 1343.